.........

My photo
tbilisi, Georgia
Fuck your rules, I have mine!!!

Saturday, November 22, 2008

არ მესმის!!!

საერთოდ აქ ჩემი მეგოვბრების ნაწერებიდან გამომდინარე განწყობით არ ვწერ ხოლმე,
მაგრამ დღეს გამონაკლისია,
დღეს შემოვედი და ჯერ ერთის ნაწერი წავიკითხე და მერე მეორესი,პირველმა ნაწერმა "მდა"ემოცია გამოიწვია ჩემში.
მეორეს წაკითხვისითანავე ტელეფონს ვეცი,მაგრამ ვერ დავრეკე იმის გამო,რომ ნომერი ამ ახალ ტელეფონში არ მეწერა.
ხოდა რამ აღმაშფოთა ესეიგი:
როცა გაქვს ცხოვრებაში შანსი,
შექმნა რაღაც ლამაზი უაზრო შიშების გამო არ უნდა მოუღო ამ ლამაზს ბოლო,არ უნდა დაანგრიო,კი შეიძლება დაინგრეს,შეილება ეს ისევ ილუზიაა,შეიძლება კიდევ გატკინონ გული(რასაც როგორღაც გადაიტან ადამიანი),მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს,რომ უნდა დაანგრიო აშენებამდე,მიდი რა ააშენე დაინგრეს მაგის დედაც,შენ ხო მაინც აშენებ,თან ხო გჭირდება არა?ხოდა შეირგე მითუმეტეს მაშინ როცა,კარგად შენდება.ნუ დაანგრევ შენი ხელით და თუ მაინცდამაინც დაინგრა მხოლოდ მაშინ თქვი ბოლო სიტყვა ადექი და მოხვეტე ნანაგრევები,რომ ახლის შენება დაიწყო.
არ მესმის როცა,ადამიანი თავის პირადულს თვითონვე ანგრევს,ბევრი შემთხვევა ყოფილა ჩემს ირგვლივ,როცა ერთს მეორე საყვარელი ადამიაისთვის,მესამეს გამო უკრავს ხელი,მესამის "ფუF ეს რათ გინდა,შენ უკეთესი გეკუთვნის" მაგვარი სიტყვების გამო დაუკარგავს იმ მეორისადმი ინტერესი,
აფსურდია! სრული სისულელე!
ამის დედავატირე სხვა როგორ უყურებს შენს საყვარელ ადამიანს ეს როგორ უნდა მოქმედებდეს ჩემზე,არა არ მესმის,მე ჩემი თვალები მაქვს ჩემი ტვინი,ჩემი შეხედულება.მიუხედავად იმისა რომ გვერდზე არცერთხელ არ მყოლია ის ადამიანი ვისზეც უთქვამთ" კარგია",
ყველა ვინც ჩემს გვერდით. იყო ჩემს მეგობრებში აჩენდა კითხვას "ამას როგორ უყურებ?"-როგორ და ჭრელად.მე მომწონს ი ვსო!
კი ვისმენ ყოველთვის შენიშვნებს მაგრამ ეს არ მოქმედებს ჩემს აზრზე, შეხედულებებზე.
არ მესმის კიდე ხალხის ვინც ამას გადაჭრით მეუბნება ხოლმე,მითუმეტეს როცა ხედავენ რომ კარგად ვარ მათ მიერ დაწუნებულ ადამიანთან. კი გამოხატე შენი აზრი მაგრამ "ამას უნდა დაშორდეს!!!"ქვეტექსტს ნუ მისცემ.
არ მესმის თქვენი ადამიანებო ამ შემთხვევებში,არა ამ დროს მინდა გცემოთ გთხლიშოთ,გიყვიროთ რატომ ანგრევ რატომ ლეწავ,რატომ ვერ აჩერებ ენას მანამდე მაინც სანამ ეს ორი ადამიანი ხედავ,რომ კარგადაა,კი შეიძლება შენთვის ფუF არის მაგრამ ყველას თავისი ხვედრი აქვს ამ ცხოვრებაში.
არ მესმის არა.
მოდით რა ვაშენოთ მითუმეტეს როცა ამის შანსი გვაქვს,თუ დაინგრა ის მაინც გვექნება სათქმელი, რომ არა მე არ შემიწყვია ამისთვის ხელი.
არ ვიცი მე ამ პრინციპით
ვცხოვრობ,
ვმეგობრობ,
მიყვარს,
პირადულს რაც შეეხება.აქ მე ვარ მთავარი,მე ვქმნი,მე ვირჩევ,მე ვიწყებ და თუ საჭიროა ვამთავრებ კიდეც,მაგრამ ისე რომ ამით ამ ადამიანს არ ვტკენ.ნუ ყოველშემთხვევაში სხვების დასანახად არ ვაიასნებ,იმიტომ რომ ამ ყველაფერს ჩემთვის ვაკეთებ.
დედა ჩემი სიკვდილი ბლოგი აყლავებს,ნუ სხვანაირად როგორ შეიძლება ავხსნა?
აუF რამხელა ემოცია გამოიწვია აქ წაკითხულმა ჩემში.
არა არა გამიჭედავს და ეგაა.
წავედი დავწექი........

Tuesday, November 18, 2008

მედალს ყოველთვის ორი მხარე არ ააქვს!!!

...ზოგჯერ,მიუხედავად იმისა რომ ხარ რეალისტი,ეგუები ყველაფერ ცუდს.
რაც არ უნდა საშინელება მოხდეს,ტრაგედიად არ აღიქვამ და კარგს მაინც პოულობ და მარტო კარგს უყურებ, ცდილობ თვალი დახუჭო,მომხდარის ცუდ მხარეზე.მიუხედავად ბრძოლისა,გამძლეობისა და არ შემჩნევისა.არის ცხოვრებაში მომენტები,როცა ვეღარ ხედავ კარგს,
იმიტომ კი არა, რომ არ გინდა დაინახო და არ ცდილობ.
უბრალოდ იმიტომ, რომ არ არის...მედალს ყოველთვის ორი მხარე არააქვს არა!!!
დამენგრა,ძალიან დიდი ხნის რეალობა 1 და 2 წლის კი არა 20 წლის რეალობა დამენგრა,
სახლი, რომ ინგრევა ნანგრევები ხომ მაინც რჩება,
აქ კიდევ ნანგრევებიც ინგრევა ეხლა,
და მის ადგილზე ახალი ძალიან მაღალი კედელი იმართება,მაგრამ მე გარეთ ვრჩები,ის ჩემი აღარაა და იმ ჩემი
სახლის ნაწილები,ზოგი კედელს იქით მრჩება,
მტკივა!!!
ჩემი...მათი დანაწევრება....
ვეღარ ავშენდებით ერთად,ეს კედელი სამუდამოდ დაგვაშორებს...
მე კიდე ვდგავარ,ჩუმად ხმის ამოღების უფლებაც არ მაქვს,ვდგავარ და უყურებ როგორ შენდება ჩემს ნასახლარზე,სხვა.
ვერაფერს ვაკეთებ.
ვერ ვანგრევ არ შემიძლია,განა იმიტომ რომ ძალა არ მაქვს ძალა მაქვს თან იმხელა ზიზღით და სიბრაზით სავსე,რომ ერთი ხელის წაკვრით შემიძლია დავლეწო ის ჩემი წარსულის დამანგრეველი.
რაც ერთხელ უკვე გავაკეთე და შედეგი არ მოიტანა. მარტო სისხლში გასვრილი ხელები შემრჩა,
ამიტომ ეხლა ვდგავარ ჩუმად და ვუყურებ როგორ ესმევა ყველაფერს წერტილი.
დრო თავის ადგილს მიუჩენს ყველას,
ღმერთი დაარქმევს ყველაფერს თავის სახელს,
კი ამის იმედად დარჩენა მარტო შემიძლია,მე ყველაფერი გავაკეთე,გადავაჭარბე კიდეც რაც არ უნდა მექნა.
თავიდანვე უნდა გავჩუმებულიყავი,მაგრამ ვერ შევძელი,იმედი მქონდა რომ გამოვიდოდა.
არადა ჩემთვის სიჩუმე და გაუნძრევლად ყოფნა სიკვდილის ტოლფასია,მაგრამ ამასაც ხო უნდა მოუღო ბოლო ვისწავლო გაჩუმება,ხო და ეხლა სიჩუმეს ვეგუები.
როგორ მინდა 1 წლის მერე რა იქნება,როგორ ვიქნები ცალი თვალით დამანახა,
წინასწარ რომ გავიგო ღირს თუ არა ამდენ ტკივილად ეს ყველაფერი,მაგრამ ვერ გავიგებ და ისევ უნდა გავაგრძელო ჩემთვის მიუღებელი სიჩუმით ყოფნა სანამ თავისით არ დალაგდება ყველაფერი.
ძნელია, მაგრამ შევძლებ!

Sunday, November 16, 2008

დაიწყო!!!

ხვალიდან სამსახურში ვბრუნდები.

ხო და...
მშვიდობით -ლოგინო (უკვე დილის ცხრიდან),
მშვიდობით -დაბალქუსლიანო ფეხსაცმელო,
მშვიდობით -უსაქმურობავ.
ხო და...

გამარჯობა- ძილის უკმარისობავ,
გამარჯობა -დაღლილობავ,
გამარჯობა-ნერვულო აშლილობავ.
გამაჯობა-ჩემო აუტანელო სამსახურო,
გამარჯობა-თანამშრომლებო(დაგაჯდათ სიკვდილის ბუზი)

Wednesday, November 12, 2008

სესილია!!!

დღეს პატარა სესილია დაიბადა,
უსაყვარლესი პაწუკა კნობკა,ბუთქუშა ლოყებით,
ძალიან ბედნიერი ვარ:)
სადაქალოში პირველი ბავშვია.
ისეთი მოპრუწკნული ტუჩუკები ჰქონდა,პააატალა პატალა ხელუკები :love:
არადა პალატაში,რომ შევედი(ნუ მანამდე რათქმაუნდა დავიკარგე პალატებს შორის,
ხან ვის შეუვარდი ხან ვის, ძლივს მივაგენი)
პირველი ჩემს დაქალს ვეცი ძალიან შევშინდი მისი გაფითრებული სახე რომ ვნახე,
მაგრამ სესის როგორც კი მოვკარი თვალი ვის ახსოვდა დაქალი,
ყველაფერი დამავიწყდა ამ ქვეყნად:love:
მიუხედავად იმისა რომ დღეს სულ გადარბენაზე ვიყავი,
ამ ანგელოზის ნახვამ, ჩემთვის უჩვეულო ყურებამდე გახეული ღიმილი ამაკრა სიფათზე(ეხლაც ვერ ვიშორებ)
ბედნიერი დღე იყო....
ხვალაც ვნახაავ:jump:

Saturday, November 8, 2008

ცხოვრებას ვუსწრებ!!!

არ მიხარია,რომ ჩემს ცხოვრებას რამდენიმე წლით უსწრებ...
როგორ?
აი მაგალითად: რაღაც ძალიან,რომ მინდა ძაააალიან, რომ მინდა აი ძააალიან!!! ძალიააან!!!
კი ხდება, აუცილებლად ხდება, მაგრამ რამდენიმე ხნის მერე,როცა უკვე ეს ძააალიანობა თითქმის O-ს უტოლდება.
ნ.ხ. ასეთი ასრულება როცა უკვე მუღამი აღარ ააქვს.
რა ვქნა ნაბიჯები შევანელო? ჩამოვრჩე ცხოვრებას და დავემთხვე ასრულებებს ჩემი სურვილებით?,თუ კიდე დაუაბგონო?
რათქმაუნდა ვერ შევანელებ სვლას. დრო გარბის...
თან საშინლად სწრაფად და..
აჰ არა! ვერ შევნელდები,მაგრამ
ამ სულსწრაფობით ბევრი რამე შემომემტვრა ხელში და შემომემტვრევა კიდე,მაგრამ...
არაუშავს,იმედია ბოლოს ისეთი რაღაცეები შემრჩება ხელში, რაც გაუძლებს მტვრევას,არ შემრჩება და მივალ ასე ხელცარიელი ბოლომდე.აბა რა ვქნა,...
დღეს თუ გავრბივარ და ეს სირბილი ბევრ რამეს მაფუჭებინებს რომლებიც "შეიძლება" (ვახ ეს ბრჭყალები რაღაც ცუდათ მაქვს გულში ჩარჩენილი:D მეტა: თაკა)ხო სად ვიყავი?ა ხო რომლებიც შეიძლება ჩემი სირბილის შენელებით აღარ მიინგრ-მოინგრეს,მაიც ვერ გავჩერდები არა იმიტომ, რომ ჩემს საქციელს ვამართლებ,იმიტომ გავრბივერ და უსწრებ ჩემს ცხოვრებას,რომ ხუი ზნაეტ ხვალ იქნებ კუს ნაბიჯებით ფორთხვაც კი ვეღარ შევძლო,იქნებ შენც ვეღარ შეძლო,ამაზე არ გიფიქრია?
რატომ მერე,მე მარტო ვფიქრობ...
ასე რომ ეი შენ!!!
ჩემო ცხოვრებავ დამეწევი თუ გავიქცე დავკარგო თავი?
იქნებ დამეწიო... მინდა:yes:
ცხოვრება ხარ და მაგიტომ თორე სხვა რა,
არც არაფერი.
ჰა? რა?დავწყნარდე? ძალიან დაქოქილი ვარ?

ვააახ ისევ, არავის არ ესმის.... რა ვარ ასეთი გაუგებარი.
ეჰ... გავიქეცი დავკარგე თავი,ოღონდ ამჯერად ბალიშში...

Wednesday, November 5, 2008

Fuck your rules, I have mine!!!


არ ესმით არა,
არცაა ეტობა საჭირო.
როგორ არ მბეზრდება ერთი და იგივე უმეორო ადამიანებს,
რატომ უღიმი მაინც,
იმიტომ,რომ მე შევძელი შეცვლა?რომ დავამარცხე ჩემში ის ბოროტი,ფსიხი,ადამიანი რაც ჩემში იყო?
კაი ხო შევძელი რასაც ყოველთვის მთხოვდნენ მშობლები,
მაგამ რისთვის ან ვისთვის?
ისინი არ მყვანან გვერდით,
ნეტა რისთვის ვითმენ.
შენთვის?,მისთვის?
ბლინ მათთვის ვინც ჩემს ცხოვრებაში მაშინ გამოჩნდნენ როცა დამოუკიდებლად შემიძლია მოძრაობა,
თავისი მაღალფაროვანი რეჩებით.
ნიხუია სიბე,რა გულკეთილი გავმხდარვარ:))))
ხო და დავაი ნ.ხ. ეხლა:)
არაფერი არ უთხრა თვითონ მიხვდება არა კვახი.
ვერავინ ვერაფერაც ვერ მიხვდება...
"გასაპარსი უნდა გაიპარსოს,მოსატყნავი უნდა მოიტყნას"
გამარჯობა მე დეა ვარ.
:)))))
ღმერთმა დაიფაროს სუყველა,ეხლა ვისზეც ვფიქრობ.

ჩემგან!!! :D 

პ.ს.ფიქრებს ციკლიდან აუ ჩემზე ხო არ დაწერა.ეგრევე ვიგდებთ თავიდან.
ნუ ეს იმ შემთხვევაში თუ ვინმე იმდენად,გადავარდა ილუზიაში,რომ ჰგონია მასზე ვწერ.

Tuesday, November 4, 2008


დღეს ისეთი,ადამიანები მყავდნენ ირგვლივ,ყურებამდე გახეული ღიმილი ვერ მოვიშორე სახიდან,
ანიასთან ვიყავი სტუდიაში,ნუ ჯერ ერთი მასთან ყოველთვის ასე ვარ,მაგრამ დღეს...
 მარიამს უღებდა და
არ ვიცი როგორ დავწერო ეს რა იყო,:)
ერთმანეთს ისე გაუგეს:)
გადაღების მხრივ კი:)
მარიამის თავის აღნაგობასგან რადიკალურად განსხვავებული ბავშვური ქცევები,
ანიამ სექსუალური მზერაო უთხრა და მარიამმა ისეთი ბავშვური თვალებ დაყვლეპილი გამოხედვა სტყორცნა:)))
ეხლაც ვხარხარებ, რომ მახსენდება...
ანიას კმაყოპილი სახე ყოველი ფოტოს შემდეგ:)
მარიამი ისეთი ფოტოგენურია როგორც არ უნდა დაჭმუჭნო,კარგი გამოდის:)
ეს რა იყო:)))                                                
კარგი იყო,
ძალიან კარგი იყო,
ძლივს...
რაც ძალიან იშვიათად ხდება ხოლმე, ჩუმად შემეძლო ყოფნა:)
არაფერი არ მქონდა სათქმელი,ყველაფერი თავისით აეწყო:)
მოკლედ მიყვარს ეს ადამიანები,რასაც ვერ გამოვხატავ,მითუმეტეს ვერ ვწერ.
მაგრამ დღეს არ შემეძლო არ მეთქვა:)                                                                  
                                                                                                          


Sunday, November 2, 2008

ხშირად........


დღეს ისე დავდიოდი,
გვერდზე გახედვის მეშინოდა,
იქ ყველა კუთხე, ყველა ადგილი,ისეთი ნაცნობია ჩემთვის,
თვალდახუჭული შემიძლია ვიარო და არაფერს შევასკდე,
დღეს კიდე........
ყველაფერში ჩემს ბავშვობას ვხედავდი,
ქუჩა რომელსაც 11 წელი ყოველდილით ნახევრად მძინარე,მიუყვებოდი სკოლისკენ,
ჩემის სახლი რომელშიც ეხლა უცხო ადამიანები ცხოვრობენ,
ჩემი ხის ფანჯრები,საშინლად შეუღებიათ,
ადგილები სადაც, სადაც............
ყოველ ნაბიჯზე ნაცნობი სახეები,ყველას
თავაზიანი ღიმილით ვიშორებდი, სირბილით ავედი მეგობრის სახლში,სადაც ნაკლებად თუ ეცალა ვინმეს ჩემს მოსაკითხად,ჩუმად ვედექი ჩემს დაქალს გვერდით,ჩუმად ხმას არ ვიღებდი.
ერთი ორჯერ მაინც გადმომწვდნენ,მკითხეს ის რაზეც პასუხს არ ვიძლევი,რაც არ მინდა რომ მკითხონ,
როცა მოვდიოდი,თამუნია ჩამეხუტა და მადლობა გვერდით,რომ მედექიო:)))
პირდაპირი გაგებით გვერდში ვედექი,მარტო ვედექი მუნჯივით.
რაც უფრო ვშორდებოდი იმ ადგილებს მით უფრო მსუბუქი ხდებოდა ჰაერი.
როგორ მინდა სამუდამოდ ზურგი შევაქციო და აღარ მომიწიოს იქით გახედვა,
მაგრამ ადამიანი თავის წარსულიდან ვერაფერს შლის,
უბრალოდ ის რაც წასაშლელია უნდა შეგუო და მასთან ერთად ისწავლო ცხოვრება.
სხვა გზა არაა.
 აწი არ ავარიდებ იქაურობას თავს,ხშირად ჩავალ........

Saturday, November 1, 2008

!!!


მომათქმევინე სული ცოტა ხნით ღმერთო!
ჩემს ფარხმალს დავეყრდნობი,
გავირინდები:
ოფლით დაცვარულ შუბლს გავიგრილებ
სიყვარულის ნაზი ნიავით,
მერე თვს ავწევ
და ისევ ქარის წისქვილებისკენ გავწევ.
მეძახონ:
ბრიყვი!
გულუბრყვილო!
შლეგი!
შეშლილი!
მე მაინც გმირის და რაინდის სისხლით ვიბრძოლებ.

სიზარმაცე მეცა............


დღეს სიზარმაცის უმაღლეს მწვერვალზე,აღმოვაჩინე ჩემი თავი,
როცა გავიღვიძე,არადა სიმაღლის შიში მაქვს...
მეზარება, ეს, ის, შენ,
მეზარება ხვალ, ნიშნობაზე წასვლა.თან მეჯვარის სტატუსი მაქვს არტყმული,
ჩემი ბავშვობის ტერიტორიაზე მომიწვს ისევ სიარული, იმ ქუჩებში ადრე მსუბუქად დავცანცარებდი, არ მქონდა საფიქრალი,ჩემები მყავდნენ გვერდით.ეხლა კიდე...
როგორ მეზარება....
სასიძოს გაცნობა,
ღიმილი,
ირგვლივ ბევრი ძველი ნაცნობი,რომელთა დანახვა ადრე კი არ მეზარებოდა, მიხაროდა.
მათ თვალებში გაჩენილი უამრავი შეკითხვა,
რომლებსაც პასუხ გაუცემელს დავტოვებ.
აუუუუ მეზარება ძალიან.
დღეს ჩემს თავს სიზარმაცის ოქროს მედლით ვაჯილდოვებ. :bis: 

who's here?

classic

Followers

^^