.........

My photo
tbilisi, Georgia
Fuck your rules, I have mine!!!

Saturday, December 20, 2008

ცხოვრების შავ ხაზს თეთრი მოსდევს!!!

მაშინ ადრე როცა ძალიან მტკიოდა,ჩემს ირგვლივ მყოფი ადამიანების შეცვლა,
დაკარგვა,განშორება,განვიცდიდი ყველაფერს,
მერე...
ჩავეჭიდე ორი აზრს.

1)ყოველთვის უნდა ვიყო მზად ცუდისთვის შევეგუო მას,მოვირგო ისე რომ არ მეტკინოს ძალიან.
თუ კარგით შეიცვლება კაი,მაგრამ თუ ეს ცუდი მოვლენები არ გამოკეთდება უკვე შეგუებული ვიქნები.

შევძელი ეს და უემოციოდ ვხვდები ყველაფერ ცუდს,არ მიკვირს და მის მორგებას ვცდილობ.

2)ღმერთი არ გვიგზავნის იმაზე მეტ განსაცდელს, რომლის გადალახვაც ჩვენ არ შეგვიძლია.
ხო და ვლახავ იმ ფიქრით, რომ მე ეს შემიძლია.გამომდის კიდეც.

მაგრამ ბოლო 1წელიწადია ვგრძნობ რომ ვკარგავ ჩემს თავს,ვიცვლები,უემოციო ვხდები,
აღარ მაქვს განცდის მომენტები,თუ არ ჩავთვლით მაქსიმუმ ერთ დღიან გათიშვებს,
ადრე ეს წლობით მქონდა განვიცდიდი, ვტიროდი,
მერე თვეებად გადაიქცა წლობით ცუდათ ყოფნა,თვეები კვირებმა შეცვალა,
ეხლა კიდე 1დღიანი განცდა და ვსო,ვეღარ ვქაჩავ მეტს.
ყველზე მეტად მიყვარს იმაზე ფიქრი რომ როცა ცუდი ხდება ეს უკეთესობისკენ ხდება,
ლამისაა ამერიოს უკვე რომელი მოვლენაა ჩემს ცხოვრებაში ცუდი და რომელი კარგი,
თუმცა რა მნიშვნელობა აქვს აშკარაა,რომ რაც არ უნდა იფართხალო მოსახდენი მაინც ხდება.
უბრალოდ ცუდშიც ვეძებ პლიუსებს,თორემ ვეღარ შევძლებდი სუნთქვას.
გამეწელა ძალიან შავ ხაზზე სიარული,
თან უკვე იმდენი ხანია რომ ზოგჯერ მგონია იქნებ უკვე თეთრიც შავად მეჩვენება?
არ ვიცი რა.

Sunday, December 14, 2008

მენატრებით......

თითქოს იგივეა ყველაფერი,ქალაქი,ქუჩა,სახლი, მე.
თითქოს არაფერი შეცვლილა,
თენდება,
ღამდება, დავდივარ,
ვცოცხლობ, ვიცინი.
მაგრამ.....
თითო მოძრაობაში, სიცილში, ლაპარაკში, სიცარიელეს ვგრძნობ.
დიდს და შავს,არ მანებებს თავს არ ივსება, პირიქით ცდილობს გაიზარდოს და მთლიანად დამაცარიელოს.
როცა საღამოს იგივე სახლისკენ,იგივე აღმართით და იგივე დიდი ნაბიჯებით ავდივარ,
ისე ჩამავლებს ხოლმე ტკივილი ხელს,ისე რომ კივილი მინდა,სისხლი მეყინება,
სახლი კი იგივეა,მაგრამ უთქვენოდ.
ამ აღმართზე თითქმის ყოველთვის მარტო ვრჩები,ადრეც ასე იყო მაგრამ,მაშინ მასზე ასვლა ისეთი შეუმჩნეველად იოლი იყო.ეხლა რომ ვფიქრობ მიკვირს.
ახლა ისე მიჭირს თითო ნაბიჯის გადადგმა, ისეთი ძნელია,მაგრამ მაინც ავდივარ,მაინც....
ჩემთვის არა.... შენთვის!!! და შენთვის!!! არ გიკარებ მაგრამ შენთვისაც:(((

თორემ მე დიდი ხანია მომბეზდა სიარული,აღარ მიზიდავს,

მაგრამ ამის დრო არ მაქვს ეხლა,
ვივლი ისევ დიდი ნაბიჯებით!!!
მერე რა რომ ყოველდღე უფრო ძნელია,
მაინც გამომდის.
ბოლომდე ასე ვიქნები.
ნუ ერთი... ორი.. ან სამი შტრიხია დარჩენილი და ამ ცვლილებებსაც ჩავიცმევ და მოვირგებ ტანზე.
დორა საჭირო.
ხო და დავდივარ! დავდივარ! დავდივარ!

Wednesday, December 10, 2008

შიზოფრენიის საამაყო გამოვლინება!!!

ფსიქოლოგების აზრით შინაური ცხოველების ძაღლების კატების მოყვარული ადამიანები თურმე,
შიზოფრენიის ცალკე ჯგუფს მიეკუთვნებიან.
ხო და სიამაყით ვარ ამ ცალკე ჯგუფის აქტიური წარმომადგენელი :bis:
ძალიან მიყვარს ჩემი სიხარულები ძალიან.
ოთხი მყავს:D
ჩემი ლორდი ჩემი თავგასიებული ვირი :love:
ტრაკი აქვს განსაკუთრებით სექსუალური:D

ჩემი ლილუ ჩემი პრანჭია,უყვარს სტაფილო,პომიდორი,შოკოლადი,დიდი სიამოვნებით ღეჭავს კევს(სანამ გემო არ გაუვა)

ა ჰო უყვარს მთვრალი კაცივით ხვრინვა ძილის დროს და ბანაობა:)

ჩემი ბუ პატარა კაცი:)მარიამმა იატაკის ტილო დაარქვა:)ერთი პერიოდი თვალი დაუზიანდა:( და გასიებული ჰქონდა,მაგ დროს ჩემი და ბურჩხულას ეძახდა:)

ლილუს ლეკუჩიები მყავს ეხლა,ამჯერად ორი დაიბადა ვენაცვალე მაგათ,წინა თაობებიც საყვარლები იყვნენ:)




ა უი ჩემი კატა რომელიც მიუხედავად იმისა რომ მამრია, ქეთი დავარქვი. ჩემი დის დაქალს გავს და იმიტომ:))), როცა კაცობს კიდე ზურიკოს ვეძახი:)
პერიოდულად ლილუს ლეკვების ძიძაა და მათ უვლის მათთან ერთად წევს, ლილუ როცა დაბორიალობს,ნუ მანამდე სანამ ლეკვები დედის ძუძუს ძებნაში ქეთის ყვერებს არ წაეტანებიან ხოლმე,ბუზრუნით გადმოხტება ყუთიდან და გარბის ამ დორს,აი მაშინაა სუფთა ზურიკო:)))

ძალიან საყვარლები არიან და სულ არ მადარდებს რომ ბევრი მყავს,რომ ჩვენზე მეტს ჭამენ უბრალოდ მიყვარან ბევრს ვეხუტები, ვეფერები, ი ვსო სულ არ მეზარება მათი მოვლა და პეკინესების თმებისგან სახლის წმენდა.

Tuesday, December 9, 2008

"ყველაზე სულელური ტრაგიკული შემთხვევები"

დღეს იმდენი ვიცინე ერთ სტატიაზე(არადა სიკვდილზეა), ჰო და ე.ი.

"ისე ქვემოთ მოყვანილი ისტორიებიდან,ბევრი საგულისხმო მაგალითის მიღებაა შესაძლებელი:

1. 50-მდე სეირის მაყურებელი ვიეტნამელი, ქალაქ ჰოშიმინის ხიდზე შეიკრიბა,რათა თვალი ედევნებინათ ახალგაზრდა გოგოს თვითმკვლელობისთვის,რომელიც ხიდის კიდეში იდგა და სამართალდამცავები მასთან მიახლოვებას ვერ ახერხებდნენ... სამწუხაროდ ხიდმა სიმძიმეს ვერ გაუძლო და ჩაიმტვრა.ადგილზე 23 ადამიანი დაიღუპა თვითმკვლელი გოგონა კი გადარჩა.
მორალი-ნუ ჩაყოფ ცხვირს სადაც არ გეკითხებიან.

2.ნიუ-იორკის ავტომობილით გადატვირთულ ტრასაზე,ერთ-ერთ ფეხით მოსიარუე მამაკაცს მანქანა დაეჯახა,მაგრამ საბედნიეროდ არაფერი არ მოსვლია.ხო გსმენიათ ზოგიერთი ამერიკელი ინტრიგანი ადვოკატის შესახებ?ხო და ამ შემთხვევას სწორედ ასეთი ადვოკატი შეესწრო და სანამ მძღოლი მომხდარში გაერკვეოდა,მამაკაცს უცბად ჩასჩურჩულა-ისე მოიქეცი ვითმ ცუდად ხარ და დანარჩენი მე ვიციო.რაღას იზამდა ბეწვზე გადარჩენილი ფეხით მოსიარულე?-დაწვა შუა ტრასაზე და დაიწყო კრუსუნი ამ დროს კი მას სატვირთომ გადაუარა და ადგილზე მოკვდა.
მორალი-არასდროს აყვეთ ინტრიგან ადამიანებს.

3.პრაღაში მცხოვრება ვერა ჩერვაკმა ყურმოკვრით შეიტყო,რომ მის ქმარს საყვარელი ყავდა და ეჭვიანობით გაგიჟებულმა შურისძიება გადაწყვიტა-დაუყარაულდა მეუღლეს და როგორც კი სადარბაზოსთან მოსული დაინახა,მაშინვე მესამე სართულის აივნიდან გადმოხტა და ქმარს დაახტა-ერთად დავიხოცოთ შე ყურუმსაღოო!ვერა რადენიმე დღეში საავადმყოფოში მოვიდა გონს,ისე მოხდა რომ მეუღლის გასვენებასაც კი ვერ დაესწრო,არადა ამ საცოდავს საყვარელი არ ჰყოლია!
მორალი-ეჭვიანობა კლავს(უფრო ხშირად სხვას)

4.ახალგაზრდა ტანმოვარჯიშე რომელიც 18 წლის გახდა,ახლობლის სურპრიზებისგან აღბრთოვანებული საკმაოდ ძლიერად ხტუნაობდა სავარძელზე.მან უცბად მორიგ კონკურზე წარმოიდგინა თავი და თავისი საფირმო ილეთი გააკეთა და მე8 სართულის ფანჯრიდან გადავარდა.
მორალი-უაზრო ხტუნაობას თავი დაანებეთ.

5.რუსეთის ერთ-ერთ ქალაქში კომპანიის ხელმძღვანელი და მისი მდივანი ელვამ მოკლა,როცა ისინი რკინის ბოძზე მიყუდებულნი მეუღლეებს ღალატობდნენ.
მორალი-ნუ იქნებით მოღალატეები,ან სექსისითვის უფრო შესაფერისი ადგილი მოძებნეთ."

კიდე იყო რამდენიმე შემთხვევა:ერთმა თავი მოიკლა მიზეზით:"ძალიან ბედნიერი ვარ"-ო და მეშინია რამე ისევ არ გაფუჭდეს და სიკვდილით ავარიდებ ამას თავსო.

Sunday, December 7, 2008

ორშაბათი!!!

სიკვდილი შენ და ბრაზი აი ასე.

ვერ მეღირსა ერთი კვირა დღე თავისი ადრე დაწოლით,რომ დილით გათიშული არ წავიდე სამსახურში.
ეს ორშაბათიც ღამე ნათევმა უნდა ჩავფარცხო.
ჰმ ტყუილს კი არ ამბობენ ჩემი თანამშრომლები,
ორშაბათს განსაკუთრებით ვიღრინები(არც სხვა დღეებში ვაკლებ),
თან ხვალ მე ვაღებ სალონს და 9.30 იქ უნდა ვიყო.
ეუF მეტი ნუა ჩემი მტერი,შეიძლება, უკვე ლექციებ მოთავებულმა მარიმ როგორც ადრე დამასტუკა 11საათზე გაჩერებაზე იგივე მომივიდეს ეხლაც:))
ხო და წავედი დავწვე ეხლა მე.

Saturday, December 6, 2008

ისევ გიტირია ჩუმად, გიტირია შეეენთვის.......

დღეს ისეთი კარგი დღე არა უფრო ღამე იყო,ბავშვები ირგვლივ, ბევრი. საყვარლები,გაყინულები,
შიგადაშიგ ძალით ძერსკები,ცრემლიანები,მოწყენილები,სასაცილოები,მაგრამ ყველა თბილები მაინც თბილები,
ხო და წამოვედი და ნისლი საშინელი,დამპალი ნისლი,არ არის ჩემთვის უცხო,სვანეთში რომ ვისვენებდი ხშირად ყოფილა,საათობით უყურებდი ხოლმე როგორ მოძრაობდა მთაზე,ზოგჯერ ზანტად ზოგჯერ ფაცი-ფუცით, მაგრამ აქ პირველად შევეფეთე.დამპალი.....
ისე დამგრუზა უცებ მომშალა,და უეცრად გულში ბრახ და გაიხსნა ის ტკივილი რასაც ყოველი,გადმოფრქვევისას,გულმოდგინედ ვფუთავ და ისევ ვინახავ.
აუF როგორი მწარეა,როცა გადმოინთხევა ხოლმე,
ვზივარ და ვგრძნობ სხეულში,ძარღვებში სისხლის ნაცვლად თითქოს მრავალწახნაგა კრისტალების ხროვა,მოძრაობს,
რა საშინელია ვისერები და ვიშლები,შიგნიდან ვიფატრები,
და ეს ცრემლები,რა დაუმორჩილებელნი არიან,სახის ნაკვთებზე სრული ბატონობა მაქვს არ იცვლებიან,მყარად ინარჩუნებენ ერთი და იგივე გამომეტყველებას,აი ეს ცრემლები კი დაუკითხავად გამოენთებიან ხოლმე ამ შუა სხეულის ნგრევაში და მიდიიი მოდიან და მოდიან.
და ვზივარ ასე უცვლელი სახის მიმიკით და ცრემლები რაკ-რაკით მომდის,
რა სასაცილო ვარ ამ დროს,ორი რომ ვიყო, გვერდიდან შევხედავდი ჩემს თავს და გავიხეოდი სიცილით.
ეხლა კიდე ამოვიღებ და დავანთხევ ტკივილის ნაწილს ჩემს ფეხებთან, დანარჩენს ისევ შევფუთავ ამეჯერად უფრო კარგად და გულმოდგინედ.
ერთხელაც ადგება ჩემი სხეული და ამ შეფუთვას შეიწოვს,გააქრობს.
სხვა რა გზაა.
როგორ მენატრებიან,მაგრამ რაა რო?
არაფერი ვსო აღარაა,აღარ.
ხო მტკივა, მაგრამ არაუშავს გაიწოვება კეთილთვისებიანი სიმსივნესავით.

Friday, December 5, 2008

ჩათლახი ზამთარი!!!

ვერ ვიტან..
კომბოსტოსავით აფოთლილი ვარ ტანსაცმლით.
საწოლშიც კი ზემოთ გრძელმკლავიანი მაცვია (წიგნს,რომ ვკითხულობ ხელები მეყინება თუ ასე არაა)
ყინვა და თოვლში წუთში 60ჯერ დაფეხვება,ნუ ვერ დავდივარ თოვლში და ძალაა?კედელ კედელ სიარულიც არ მშველის.
ცხვირი ხო სულ წითელი მაქვს. იმხელაა სისხლი ვერ ასწრებს წვერამდე ჩასვლას შუაგზაში იყინება:)))
ხო მართლა, მართლა.
ლამის შუადღეზე ღამდება,
ხალხი ხო ისედაც დეპრესირებული, საერთოდ ჩადეპრეს ამოდეპრეს გადადეპრეს გადმოდეპრესრიებული ხდება,
და ათასი კვერცხობები.
ვერ ვიტან ზამთარს იდიოტი ეს.

who's here?

classic

Followers

^^