.........

My photo
tbilisi, Georgia
Fuck your rules, I have mine!!!

Sunday, March 28, 2010

ფორთოხალი მე და 6 "რომ" )))


ფორთოხალი რომ გრძნობდეს არასდროს არ შევჭამდი,
მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიყვარს ვგიჟდები ისე მინდება ხოლმე,
ხელში დავიჭერ თუ არა შიგნეულობას ვაცლი და მნიამ,
გემრიელია ფორთოხალი და სულ მინდა, მაგრამ გამოშიგნული არა...







მე?
მე ეხლა შეჭმული ფორთოხალივით ვარ ჩემივე სურვილით",თითქოს ვიღაცა მოვიდა და შინაგანი სამყარო....

არა და მეგონა,რომ ჩემი სამყარო კარგად მყავდა შეფუთული ჩაკეტილი,მარტო მე ვჭირდებოდი,
ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს გამჭვირვალე ვარ...
როგორ არ მიხდება...
ძალიან არ მიხდება ეს ყველაფერი...
ამასაც აქვს თავისი ხიბლი.ჩემზე უკეთესად არავინ იცის, როგორ შემიძლია შევცვალო ყველაფერი და კიდე ერთხელ ვიგრძნო,
რომ ჩემი სამყაროს მმართველი მარტო მე ვარ!!!
ამ დროისთვის კი...
კარგია,რომ მარტო ფორთოხალს ვჭამ და ვაცლი შიგნეულობას :)
და მაინც ფორთოხალი, რომ გრძნობდეს არასდროს არ შევჭამდი მიუხედავად იმისა რომ ძალიან მიყვარს და ვგიჟდები ისე მინდება!!!

Wednesday, March 17, 2010

მოთმინებითა შენითაო...(xo da motminebis ddc mvt.....არის ამ ლექსის სათაურის "ჩემეული" ვერსია)))))


მოთმინებითა შენითაო...
და აჰა, ვითმენ!-
კბილს კბილზე ვაჭერ და ვიმტვრევ თითებს...
მოთმინებითა შენითაო...
და აჰა, ვლაგმავ
სიხარუს- ცრემლით გამოზრდილ ნაგრამს.
მოთმინებითა შენითაო...
და აჰა, ვბორკავ
ვნებებს და ჩემსავ ცეცხლშივე ვბორგავ.
მოთმინებითა ძშენითაო..
და აჰა,ვმარხავ
სათქმელს და სიტყვის ვინახავ მარხვას...
მოთმინებითა შენითაო...
და აჰა,ვანგრევ კოშკს ოცნებისას,და ვიკვნეტ ბაგეს...
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ჰა:ვლაგმავ!
ვბორკავ!
ვმარხავ და ვანგრევ!-
აგერ, ბატონო, მოთმინება
და... ჯვარცმაც -აგერ!

Tuesday, March 9, 2010

:)

ჩემო საბრალო მარტოობავ!
გაშორეულდა ყველა...
ყველა ნისლში ჩაქრა...
შენ ერთი დამრჩი...

არა!
სულაც არ ნიშნავს მარტოობა მარტო დარჩენას,
ათასი ვინმე შეიძლება გეხვიოს ირგვლივ
და მარტო იყო...
ხშირად მეც ხალხში გარეულს წამომდგომიხარ:
თვალს შემავლებდი,
შემიცოდებდი
და ქანც მილეულს-სახლისაკენ წამომათრევდი.
რა ერთგული ხარ მარტოობავ რა უღალატო!
ჩემო საბრალო მარტოობავ!
აწი არსად არ გაგექცევი...



არ შეგეშინდეს საყვარელო!!!
მე შენთანა ვარ...

who's here?

classic

Followers

^^