.........

My photo
tbilisi, Georgia
Fuck your rules, I have mine!!!

Thursday, December 10, 2009

ცხოვრება მშვენიერია? არა ცხოვრება ... მაგრამ მე ვარ მშვენიერი :bis:

შენ მოწყენილი ხარ?
რაღაც არ მოგწონს,ვიღაც გენატრება,უკმაყოფილო ხარ,

ან გული გატკინეს,მეტის ღირსი ხარ და არ გეღირსა :D
კიდე ბევრი მიზეზია რაც გაწუხებს შენ! მე! იმას! ბევრს! ან ყველას....

ხო და რა მინდა გითხრა: დებილი ხარ :D

კი მართლა დებილი ხარ,
იმიტომ რომ
შენ ცოცხლობ, ჯანმრთელი ხარ და გაქვს დრო რომ ყველაფერი გამოასწორო.
კი ცხოვრება მართლა დამპალია თუნდაც მარტო იმიტომ, რომ გუშინ გავიგე,
ჩემი მეგობრის ამბავი რომელსაც თითქმის დღეები აქვს დათვლილი და მან ეს კარგად იცის,
მიუხედავად ამისა მშვიდადაა, ბედნიერია და სჯერა რომ უკეთ გახდება და კიდე იცოცხლებს თავის ქმართან და შვილთან ერთად.
მეც მჯერა რომ გამოკეთდება იმედი არ მაქვს მჯერა.
იმიტომ რომ ეს ადამოანი ღირსია ცხოვრების.
შენც ღირსი ხარ! მეც და ყველა ღირსია.
ხო და გავანძრიოთ ერთი ადგილი და დავტკბეთ ცხოვრებით.
ისედაც არ ვარ დეპრესიული მაგრამ ასეთი შემთხვევები უფრო მასწავლის რომ არ უნდა ვიფამფალო.
მიუხედავად ყველაფრისა I'm feeling good!!!

Sunday, October 11, 2009

ანაზდად კუჭის წყლული შემომასკდა...

ხო და ასე მემკვიდრეობით გამომყვა ეს ოხერი და უკვე მეორედ შემომასკდა,
რომ მივხვდი რომ სისხლისგან ვიცლებოდი კეთილი ვინებე და წავედი ანალიზებზე.
დროულად მიუსწარი პირველი გასკდომისგან განსხვავებით სისხლი ჯერ კიდე იყო ორგანიზმში.
ხოდა მეგუნას და ანის ზეწოლით და ანის მამის დახმარებით(მადლობა მას :) )
დავჯექი (დიეტაზე მაგის დდშვც)
5დღე წოლითი რეჟიმიც ჩაუფინე და ნემსები და გადასხმებიც ჩაურტყიიიი.
ნუ რა ეხლა გუშინ მოვრჩი გადასხმებს და აშკარად უკეთ ვარ.
ნუ ჯერ კიდე ვბანცალებ მაგრამ მაინც.
საშინელებაა დიეტა:(
ყველაზე მეტან ამას ვერ ვიტან ძალიან მიჭირს სახე მეხევა ისე მშია.
ვასკდები პიურეს და მოხარშულ ქათამს მაგრამ მაინც მშია სულ მშია.
ჩემი და დამცინის წამალს რომ დავლევ წუთებს ვითვლი და ეგრევე საჭმელს ვიყრი.
ნუ თუ ამ ქალაჩუნობას საჭმელი ქვია ძარღვებში სისხლი კი არა პიურე მიჩქეფს უკვე :(
გასტროსკოპია გაიკეთეო... კაია სათქმელად ვისაც ის საშინელება გაუკეთებია ის გამიგებს.
პირველად რომ ჩამთხარეს ის ნაგავი მილი პირში
5 კაცი მაკავებდა ისეთი შეგრძნებაა თითქოს დიდი ხელი
გიძვრება პირში ქუსლებამდე და უკუღმა გატრიალებს :D
ცოტა მოვმჯობინდები და მერე წავალ ალბათ.
ეხლა კიდე მშია :(
ხინკალი მშია:(
შემწვარი ხორცი მშია:(
შოკოლადი მშია და ყველაფერი მშია :(

Monday, August 3, 2009

თავი კინოში მეგონა (c)მეგუნა

ჩემი ყოფილი ვნახე 2 მაგარი მუ კი არა და გოგო აჭენებდა.
ცირკი ცირკი მერე ეს დაუნი ადგა და დაიწყო მოყოლა თუ როგორ გიჟდებოდა ჩემზე.
როგორი ლამაზი და საყვარელი ვარ და რომ ცუდათ ხდება რომ მიყურებს ისე ვენატრები :D
თან იმხელა ხმაზე მარტო ის გოგოები კი არ დაიბნენ მთელი ყავის სახლი მოტრიალდა და
ელოდებოდა მოვლენების შემდგომი განვითარებას(რაც გამოიწვია იმან რომ ამ დაუნმა მანამდეც
სანამ მივიდოდი იმ 1 წუთში იმის ხმამაღლა მოყოლაც მოასწრო როგორი სიტყვებით "სადაც გნახავ იქ დაგკლავ"დავშორდი)

დიდი მადლობა მეგუნას და ანის რომ დროულად მოახდინეს ჩემი ლიკვიდაცია,
შემთხვევის ადგილიდან და მე მარტო ცინიკური ღიმილი და 2 სიტყვის თქმა მოვასწარი,
მერე რა რომ იმ ერთ წუთში როცა ეს გამოცხადდა
ჩემი გაფრთხილება ვერ მოასწრეს...
ეხლა მეცინება,და კედელზე ნარტყამი მუშტიც აღარ მტკივა :D

Thursday, July 16, 2009

ა კიდე შემაქანა!!!

რამ გამახსენა ეხლა ეს სირი სიმღერა,
ნეტა მე როცა მახსენდები და მონატრება ტკივილისგან გულს რომ მიჩერებს,
შენ გენატრები ხოლმე ასე?



არა ახალი ცხოვრება გაქვს თან ახალი შემადგენლობით.
მაგარია.
კარგია რომ აღარ გცნობ ჩემად.
ამით შენ ნაკლებად გტკივა და მეც მართალი იმათთან ვინც დამრჩა
და ვისთვისაც ვცოცხლობ.
ამ ალაგ-ალაგ გულის გაჩერებას კიდე გაუძლებ.
ბლინ დრო რატომ არ კურნავს...

საშინლად გამიჯდა სხეულში ეს ყველაფერი.
ქრონიკული გაქვავებაა უკვე.
და მაინც ნაგლად რო ვსუნთქავ და ინსტიქტურად,
ვითენებ დღეებს უმეტესად ცივი და მშვიდი გონებით.
აი ამის ფენომენს ვერ ჩავწვდი
რა ფასონი ვარ ვეღარ გავიგე.
მკვდარი მსუნთქავი არსება.

Thursday, June 4, 2009

ფიქრი.........


დღეს მარშუტკიდან რო ჩამოვდიოდი...ვიღაც ფეხზე მდგომ გოგოს ჩემი გატარება,მოუწია და "საზიზრარი გოგოო"
ხმამაღლა ჩაილაპარაკა,მეთქი მომესმა, მაგრამ ყველამ რომ შეხედა,მეთქი აშკარად არ მომესმა იასნა ხელს ვინთავისუფლებდი რო მეგლიჯა,სანამ ჩანაფიქრს განვახორციელებდი სახეზე შევხედე და ისეთი შერცხვა ყველა მივხვდით რომ ხმამაღლა გაეფიქრა.სიცილი ვერ შევიკავე,ხალხიც ამყვა,მაგრამ ეხლა ვფიქრობ უნდა მეგლიჯა სიფათში კი ნამდვილად :givi:
..........
ისევ მარშუტკა ოღონდ უკვე საღამო:
ისევ უკან ვზივარ შუშაზე თავი მაქვს მიდებული,Massive Attack - Live With Me მაქვს გარჭობილი ყურებში,შუშაზე წვიმის წვეთები ჩამოდის,ღრმად ჩავეფალი ფიქრებში,გავეთიშე სამყაროს უცებ მელოდია გაჩერდა სულ რაღაც წამებში ისევ თავიდან უნდა დაიწყოს და ზუსტან ამ მცირე შუალედში,დიდი ყვითელი ავტობუსის ნაბიჭვრული ხმამაღალი სიგნალი გაეჩხირა.შეეეეეენი დდშვც!!!
ეგრევე ყვალეფერი ჩამშხამდა და მომავლის გეგმებიც გაყვა ყვითელ დედაარღნიან ავტობუსს:D
........
ჩამოვალ მალე :(
დავიღალე.....
ჯანდაბამდეც გზა ჰქონია ყველაფერს..
დამასვენე ცოტა ხანს და ისევ უკან დავბრუნდები ჩემს ჯოჯოხეთში.....

Wednesday, June 3, 2009

გადაშენდი!!!

გადაშენდი ცხოვრებავ!!!
თორე გაგბრდღვენი შუაზე.
შენც და შენი ყველა შემადგენელი ნაწილი.

Thursday, April 30, 2009

დღეს!!!

ერთი რაღაც უნდა გავაკეთო ისე როგორც თელასში შევიტანე განცხადება და გადავანაწილე დავალიანება.
ისე უნდა მივმართო ღმერთს განცხადებით:

"გთხოვ უფალო როგორც ნათქვამია იმაზე მეტ განსაცდელს არ გვიგზავნი რისი გადალახვაც ჩვენ არ შეგვიძლია,
კი ნამდვილად ასეა....
ეს დღეც გადავლახე თავისი ღირსშესანიშნავი მოვლენებით(იმათი ზარზეიმი.ჩემი და ჩემი დის "შემცვლელის"ნათლობის სახით ,სმს-ით მოსული წყევლა დილა ადრიანად ...
ჩემს და ვისთვისაც ვცხოვრობ იმ ადამიანების მისამართით,ჩემი საყვარელი ლეკვის დაბრმავება,თან იმ დროს როცა უკვე ყველაფერი დაკეტილია)....,
უფალო იქნებ შეძლო და გადამინაწილო ეს განსაცდელი და დღეში რამდენიმეს ერთან ნუ დამაბერტყავ თავზე.
კი გადავლახე არ მოვკვდი მაგრამ აწი იქნებ შეძლო და გადამინაწილო..."

.დ.ქალდანი.

Tuesday, April 28, 2009

დდშვც!!!

შენი დდშვც!
იმის განსაკუთრებით დდშვც!
დრო რო მოვა და სახეს ავახევ,იმ დროის დდშვც!
რაც გავაკეთე იმის დდშვც!
რისი გაკეთებაც ეხლა მიწევს ამის დდშვც!
მერე რაც მოყვება იმის დდშვც!
ასეთი გაგების დდშვც!
ასეთი არსებობის დდშვც!
ფიქტიურად ყოფნის დდშვც!
შენი ასეთი განცდების დდშვც!
შენს ირგვლივ ხალხის დდშვც!
ტკივილს ვეღარ ვგრძნობ,
ამ უგრძნობლობის დდშვც!
ვითომ მონატრების და დარდის დდშვც!
აფირისტობის დდშვც!
რო არ გაინტერესებს და მაინც იგებ ამის დდშვც!
მოკლედ ე.ი. რა მინდოდა მეთქვა

ცხოვრებავ შენი დდშვც!!!

Wednesday, April 15, 2009

რა მჭირს?

მონატრება
ჩემების:(
ხმას არ ვიღებდი აქამდე.
ფიქრითაც არ ვფიქრობდი.
ეხლა ერთბაშად შემომაწვა.
ვიაზრებ კი. ასე არ შეიძლება.
ვიიიცი.
თავი ხელში უნდა ავიყვანო .
ვცდილობ.
არ გამომდის.
წავიდოდი როგორც ადრე სოფელში ჩემს სახლში,
ჩემს ოთახში სულ მარტო,
დავჯდებოდი იმ ჩემს საყვარელ ადგილას ვიფიქრებდი,
და ჩამოვიდოდი ისევ ისე ძლიერად კარგად,მშვიდად.
აბა სახლი...?
აბა ჩემი....?
სადღაა ყვეეელაფერი ერთდოულად გაქრა მოკვდა.
ყველა და ყველაფერი.
დავიწყე ახალი ფურცლიდან,
აზროვნებით- "დრო ყველაფრის მკურნალია"
იმედით-"შევეგუები".
რწმენით-"შევძლებ"
ყველაფერი სისულელეა :)
დრო-2წელი
იმედი-მკვდარი
რწმენა-დაკარგული.
შედეგი-პანიკა.
და მონატრება...
რომელიც ისე გაძლიერდა სისხლს მიყინავს.

ძალა! ძალა! მჭირდება!,

მარტოობა... ოღონდ ამ სახლში არა,
კი შეუცვალე ყველა ნივთს ადგილი მაგრამ მაინც წარსულის ჰაერი დგას და
მტკივა...
მენატრება...
მჭირდება ჩემები...

Wednesday, March 18, 2009

არაუშავს მერე რა და ამასობაში....... :mad:

გუშინ აბაზანაში ძლისვს შევბანცალდი
3დღეა რადიკულიტმა ისე დამიჭირა გემრიელად
გაზმორებასაც ვერ ვახერხებ და ბებერი ქალივით დავდივარ,
მაგრამ ეს არაფერი ამას მოევლება გამივლის მალე სხვა
რაღაცამ დამაფიქრა კი არ დამაფიქრა ძალიან გავბრაზდი საკუთარ თავზე.
ბანაობის დროს ხელებზე პატარ-პატარა სისხლჩაქცევები აღმოვაჩინე,ალბათ სადმე მივარტყ-მოვარტყი:D
მერე დიდი სისხლჩაქცევა აღმოვაჩონე(სულ დამავიწყდა იმ მომენტში რომ ნემსებს ვიკეთებ)
ახსნა ვერ მოუძებნე ვიფიქრე მეთქი არავის უცემივარ.
ე.ი. ძაან ცუდათ მაქვს საქმე და ვკვდებითქო.
ყველაზე სასაცილო ის იყო,რომ მშვიდად წარბიც არ შემტოკებია
ისე დავიწყე:
ფიქრი დედიკო როგორ გავამხნევო,
ჩემი და როგორ შევაგუო ამას,
რომ მერე რა არაუშავს ადრე თუ გვიან ყველა ვკვდებით.
მერე გამახსენდა რომ ნანემსრებია და არანაირი სიკვდილის ნიშნები არ მაქვს.
ჰო და აქ დაიწყო ყველაზე მაგარი დავიჭირე ის მომენტი რომ ჩემმა "სავარაუდო სიკვდილმა"
ჩემში არანაირი ემოცია არ გამოიწვია,
ძალიან გავბრაზდი საკუთარ თავზე.
ისე შევეჩვიე ცუდი ამბების მშვიდად აღქმას და მორგებას რომ
საკუთარმა "სიკვდილის" ნიშნებმა არ ამაფორიაქა.
მერე გამახსენდა ანის ნათქვამი ყველაფერზე არაუშავს როგორ უნდა თქვა ზუსტად რომ უშავსო.
ნუ ეს საერთოდ სხვა თემასთან დაკავშირებით იყო.
მაგრამ დამამხსოვრდა.
აბაზანიდან ისეთი წარბშეკრული
და გაბრაზებული გამოვედი ჩემა დამ და სიძემ-" რა იყო დუშს ეჩხუბეო?":D
მოკლედ და კონკრეტულად დღეიდან ზუსტად რომ უშავს ასე რომ დროა
როგორც ვიტყვი ხოლმე(მიყვარიენ ეს გამოთქმა)
"გასაპარსი უნდა გაიპარსოს მოსატყნავი უნდა მოიტყნას"
ჰო და ასეც იქნება.
მე უპირველეს ყოვლისა!!!:bis:
თან დროა კაცო სიბერის ნიშნები უკვე სახეზეა ნერვის ანთება ხრენავ
დედას უტირებ:boli:

Monday, March 9, 2009

:) :) :)

იგი სულ მუდამ დაკარგულ სევდას მალავს თვალებში,
ხანდახან ავიწყდება კიდევაც, რომ არსებობენ ცრემლები,დაუმორჩილებლად იცინის,ზოგჯერ საკუთარ სევდას დასცინის,ისე კი,მისი ნიღაბი მუდამ მიმღიმარი და უშიშარი,გულადი თეატრალის თარგაზეა შეკერილი.
ქუთუთოებით მწუხარების წრე შეუკრავს,
საიდანაც ვერავინ შეაღწევს შიგნით,
არავის შეუშვებს,
მხოლოდ მას ეკუთვნის ეს სამყარო,
სამყარო მის თვალებში...
თვალები,ისინი ხომ სულის სარკენი არიან,
მისი სული მხოლოდ თვითონ მას ეკუთვნის,
შეუშვებს კი ოდესმე ვინმეს შიგნით,
რადგან ვინც მისი თვალების სევდას გაიზიარებს,
გახდება მისი სიზმრების დარაჯი,დაიჭერს მისი ოცნების სანთელს...
იგი კი ყოველთვის დაკარგულ სევდას მალავს თვალებში,.....

Sunday, March 8, 2009

არა არაფერი უბრალოდ.......



არაფერია უბრალოდ მეორე წელია 8მარტს არ ვცნობ,
ჩემი დედუს დაბადების დღეა:)
ჩემის სიამაყის და სიყვარულის.
ჩემი სიცოცხლის აზრის.
როგორ მიყვარს.

ჰო და ე.ი. ნ.ხ. 8 მარტი.

სანამ ჩემი დედუ არ ჩამოვა და როგორც ადრე,

ერთად არ შევხვდებით ამ დღეს.

"ბოლოჯერ .. მიამბე დედიკო ზღაპრები ,
მინდა, რომ კვლავ ვიყო ის გოგო პატარა ..."

Wednesday, March 4, 2009

დიპლომი ავიღე!!!

ჰო დიპლომიანი სასიძო ვარ უკვე:D
დიდი არაფერი ავიღე და მორჩა. 1 წლის წინ უნდა ყოფილიყო მზად წესით.
რაა რო?
არც არაფერი...
არც სპეციალური ცერემონიალით არ გადმოუციათ
(რა ცერემონიალი:lol: 1 საათი რიგში ვიდექი,ნუ თუ შეიძლება იმ დომხალს რიგი დავარქვა. ვინ ვის იღლიაში იყო თავ გარჭობილი ხეზ,რა კარგია ზოგჯერ სიმაღლე:D,ბოლოს თავი რაგბზე წარმოვიდგინე და ლელოც გამოვაცხვე.შევაღწიე იმ ქალთან.
ლამის ფურთხით ჩამიკრა ლურჯ ჩარჩოში დიპლომი ისე ჩარჩოს არაუშავს.უნაკლოა:D წარმატებები!!! კი მომაძახა ცალყბად.
შუბლზე კი ეწერა მალე გადი! შემდეგი შემოვიდეს!)
არც ნიშნების ფურცელი არ დაურთეს(ოხრად დამრჩა ჩემი 5იანები)
არც სახლში შემომგებებინ მშობლები შვილმა დიპლომი აიღოო(ნუ როგორც ხდება ხოლმე)
არც ეს არც ის არც არაფერი მოკლედ.
ჩავდე უჯრაში სხვა საბუთებთან და ხეზ როდის დავძრავ ადგილიდან:D
ან საერთოდ დამჭირდება?:LOL: ესეც ხეზ.

მოკლედ აღარა ვარ "უდიპლომო სასიძო"
და მოთხოვნების სიაც გაიზარდა.:boli:

Tuesday, March 3, 2009

ისევ გამარჯვების მწვერვალი!

დადებითი ემოციებით სავსე.
ჩემს ძალებში დარწმუნებული.
ამაყი.
აი ასე ვარ ამ მომენტში.
ან გაზაფხულის ბრალია ან კიდევ დასვენების.
თორემ ბოლო პერიოდში ისეთი ჩავარდნები მქონდა ასე არ უნდა ვიყო.
საშინელებაა როცა მიდიხარ თელასში და იხდი 1500ლარს.
ძველი დავალიანებების გამო რომლებიც ეხლა ამოტივტივდა.
საშინელებაა მარჯვენა ხელი წამერთვა როცა ფულს მოლარეს უთვლიდი.
სამაგიეროდ რამდენიმე კარგი ადამიანი გავიცანი ამ საშინელების მოგვარების დროს.
მერე იყო გუდაური.
ბავშვებს ასე რომ არ დაეძალებინათ ახლა ალბათ ისევ 1500ლარი დამესიზმრებოდა ღამღამობით
მადლობა ჩემს მეგობრებს ძალიან მიყვარხართ ანი სანდრო მეგ გიგი :love:


დანარჩენებიც მენატრებოდნენ ძალიან ვინც აქ დავტოვე.
განსაკუთრებით ვიცი სხვებს არ ეწყინებათ და მარიამი მენატრებოდა.
ჩემი ძლიერი,მაგარი დინოზავრი და საყვარელი დღეს ტაქსში რო ვჯდებოდით :LOOOL: მძღოლს ეცა, გინდა თუ არა ეს პონჩიკები შეჭამეთ ძალიან გემრიელიაო(არადა მემგონი ავლაბარში მაგ პონჩიკების გამო გამომაკითხა:D) გაგიჟდა კაცი, სულ რაღაც 1 წუთში ისე სიყვარულით გაუღიმა მარიამს მე ჩემი ისტერიკული სიცილი კინაღამ ცრემლებით შემეცვალა და მოვკეტე.
დანარჩენებს არ ჩამოვთვლი იციან ისედაც. იქიდანაც ვწერდი, მიყვარხართ!!!
Fუ რამდენი ხანია ასე კარგად არ მიგრძვნია თავი.

Monday, February 23, 2009

და ისევ.....

რამდენი უნდა ვიფიქრო.
ხო შემიძლია ავდგე და გავიარო,მერე რა რომ შეიძლება ვინმე შემომელეწოს?
აშკარად გავლის სურვილი მაქვს და მაინც ვდგავარ.
ვერ ვიდგები დიდხანს.
არადა...

მდა.

ვერ გავიგე რა.

Wednesday, February 11, 2009

დეჟავიუ ხრენავ!!!

ჩემი 2004 წლის ჩანაწერი ვიპოვე.უნდა გამოვაჭენო.:D


"ზოგჯერ რაღაც შენს ცხოვრებაში ყოველდღიური მოვლენა ხდება და რამდენიმე ხანში ამ მოვლენას,
შეუმჩნევლად ეჩვევი...
იმდენად ეჩვევი რომ თუ არ განმეორდა ყოველდღიურად ცხოვრება აზრს კარგავს.
შეიძლება ამ მოვლენის ირგვლივ...
ბევრი ადამიანი ტრიალებდეს და თუ ერთ დღესაც მიხვდი, რომ ის ფაქტი და ის ადამიანები,
რომლებიც ამ მოვლენასთან იყვნენ დაკავშირებული,ქრებიან,მიდიან,გშორდებიან.
მიუხედავად იმისა რომ შეიძლება, მათთან ბოლომდე კარგად არ გრძნობდი თავს....
ცუდათ ხდები,საშინელ არასრულფასოვნებას გრძნობ,თითქოს გულთან ახლოს,
შავი სიცარიელე ჩნდება რომელსაც მხოლოდ დაკარგული და შეჩვეული მოვლენის,
ყოველდღიურად განმეორება შეავსებს.
შეიძლება თავიდან იმ ფაქტს,რომ არაფერი არ მეორდება არ შეურიგდე,
ყველანაირად ეცადო იმის დაბრუნებას რაც დროებითია(არა და მარადიული არაფერია),
მაგრამ ბოლოს...
დაიღლები...
დაწყნარდები....
შავი სიცარიელეც ამოივსება არა ძველი და შეჩვეული,
არამედ ახალი მოვლენებით და მასთან დაკავშირებული ახალი ადამიანებით...
უბრალოდ უნდა შეძლო შეჩვევასთან ერთად გადაჩვევაც.
მერე რა რომ ეს ძალიან ძნელია ეს მხოლოდ პირველ დღეებში მერე კიდე როგორც ამბობენ:დრო ყველაფრის მკურნალია..."7.06.2004.

5 წლის მერე ზუსტად იგივე შეგრძნება,
აზრები,მოვლენები მეორდება უბრალოდ უფრო შავ ფერებში,
უფრო მტკივნეული და უფრო დამარწმუნებელი იმაში რომ მარადიული,არაფერია,
მაგრამ არის რაღაც განსხვავება მაინც.
ამ ჩანაწერს რასთან დაკავშირებითაც ვაკეთებდი,იმ "მოვლენის" და სიშავის ამოვსებას
რამდენიმე დღე კი არა 2 წელი მოვანდომე.
ეხლა კიდე მიუხედავად იმისა რომ ბევრად უფრო ახლობელი ადამიანებისგან დამრჩა შავი სიცარიელე,
ბოლო წლების მანძილზე,
2 წელი აღარ მჭირდება ამის გასააზრებლად.
მშვენიერია ე.ი. შევძელი წინ წასვლა.
შევძელი აღარ გადავაქციო ტრაგედიად არასასურველი ცვლილებები....
ცხოვრება ისედაც ჩქარა გარბის,ამიტომ მირჩევნია მეც სწრაფად ვიარო!!!
რისთვის?
საბედნიეროდ არიან ხალხი რომლებსაც ჩემი კარგად ყოფნა და ამ ქვეყნად არსებობა სჭირდებათ.
გვერდით მყვანან თუ შორს ამას მნიშვნელობა არააქვს.
ასე რომ სიცოცხლე მაინც მიყვარს!!!


Tuesday, February 3, 2009

ZERO


ემოცია-0

სიტვები-0

ფიქრები-0


სიხარული-0

გრძნობები-0

ხალისი-0

სურვილი-0

ძილი-0

მშობლები-0

გავნულდი ყველგან და ყველაფერში.

ბოლო დღეებში საბოლოოდ.

მშვენიერია...

თავიდან დავიწებ!!!

Tuesday, January 27, 2009

უფრო ბედნიერი......

ქუჩაში ჩამწკრივებული დგანან ტაქსები,ერთი მყავს ამოჩემებული,დანგრეული შესტი ყავს,ჭაღარა მოხუცი ბაბუაა,გვერდით აუვლი ხოლმე იმ ზიპინა ტაქსებს და ღიმილით ვხტები ამ დაშლილ ტაქსში.
ისე საყვარლად მეტიტინება ხოლმე,თავის ამბებს მიყვება:)
ბოლოს ძალიან უცნაური ნუ ჩემთვის დამთხვევებით სავსე დიალოგი გვქონდა....
-როგორახარ შვილო?
-კარგად თქვენ?
-რავი შვილო,როგორ ვიქნები დღეს პირველი კლიენტი ხარ...გარეთ ცივა ხო?
-კი ცოტა..
-გინდა "პლიტა" ჩაგირთო?გათბები ცოტას.
ძალაუნებურად გამეცინა საერთოდ ფეჩს ამბობენ და უცებ "პლიტა",
-არა გმადლობთ არ მინდა( უცებ შუქის გადასახადის ეკონომიას გაწევსთქო ვიფიქრე ალბათ პლიტის ჩართვის ამბავში:D,არ ვიცი რატომ უთხარი ასე... აშკარად მციოდა)
-ჩაგირთავ შვილო რატო არ გინდა?
-კარგით ჩართეთ პლიტა.(სიტყვა უკან წავიღე.)
-ეხლა სად იყავი შვილო ასე გვიან მორჩი სამსახურს?
-არა მეგობრებთან გავედი სამსახურის მერე.
-ხო მშვიდობაა?
-კი! კი!
-ის მეგობარი როგორ გყავს?
-რომელი?
-აი ძმა რომ დაეღუპა,გვიან რომ ამყავდი სახლში(ორი წლის წინანდელი ამბავი ახსოვდა)
-ძალიან კარგად გათხოვდა და შვილი ყავს უკვე:)ბედნიერია.
-შენც მალე ბედნიერი იქნები.
-ბედნიერი ვარ მეც.
გაეცინა უნდა იყო აბა რაო,მაგრამ მალე უფრო ბედნიერი იქნებიო.
-ჭიშკარი ხომ არ შეგიღებავს?
-არა ისევ შავია.(პირველად რომ ამიყვანა სახლში და შავ ჭიშკართან გავაჩერებინე,არ ესიამოვნა მამაშენს უთხარი შეღებოსო,მეთქი ჩემი შეღებილია,მაშინ შენ შეღებეო.)
-შევღებავ გაზაფხულზე აუცილებლად..
-ხო შვილო შეღებე შეღებე.
არ ვიცი ჭიშკარს რა ფერად შევღებავ შავად შეღებვა მინდოდა ძალიან ოჯახში სერიოზულად დავცხეთ მაგის გამო მამამ: მაშინ შენ თვითონ შეღებეო,შევღებე კიდეც.
ისიც არ ვიცი ბედნიერება რა ფერია,რას გავს... რას წარმოადგენს... მაგრამ,ვიქნები ალბათ ან არ ვიქნები,არ ვიცი,მე იმითაც მშვენივრად ვგრძნობ თავს რაც მაქვს და რაც არ მაქვს.
ანუ ჭიშკრის შეღებვა გარანტირებულია,ფერიც გაირკვევა,
აი ცხოვრების არ ვიცი.
შავი უხდება ძალიან ჯერ და სხვა ფერები ქაოსს გამოიწვევს უფრო ბედნიერებაც ზედმეტია:D


:user:

Thursday, January 22, 2009

აბა ვინმესთვის ხო უნდა მიმეძღვნა!!!



ძალიან მიყვარს ეს ლექსი,გამიხარდა რომ აღმოვაჩინე
და მთელი გულით უძღვნი ჩემს ძაღლებს:D




Friday, January 2, 2009

....რატი....

.................................................................



.............
.............................................
............................................
.............................................
.............................................
...............................................
...............................................

.......................................................
....................................................
..............................................

........................................
.....................................

who's here?

classic

Followers

^^