.........

My photo
tbilisi, Georgia
Fuck your rules, I have mine!!!

Monday, February 23, 2009

და ისევ.....

რამდენი უნდა ვიფიქრო.
ხო შემიძლია ავდგე და გავიარო,მერე რა რომ შეიძლება ვინმე შემომელეწოს?
აშკარად გავლის სურვილი მაქვს და მაინც ვდგავარ.
ვერ ვიდგები დიდხანს.
არადა...

მდა.

ვერ გავიგე რა.

Wednesday, February 11, 2009

დეჟავიუ ხრენავ!!!

ჩემი 2004 წლის ჩანაწერი ვიპოვე.უნდა გამოვაჭენო.:D


"ზოგჯერ რაღაც შენს ცხოვრებაში ყოველდღიური მოვლენა ხდება და რამდენიმე ხანში ამ მოვლენას,
შეუმჩნევლად ეჩვევი...
იმდენად ეჩვევი რომ თუ არ განმეორდა ყოველდღიურად ცხოვრება აზრს კარგავს.
შეიძლება ამ მოვლენის ირგვლივ...
ბევრი ადამიანი ტრიალებდეს და თუ ერთ დღესაც მიხვდი, რომ ის ფაქტი და ის ადამიანები,
რომლებიც ამ მოვლენასთან იყვნენ დაკავშირებული,ქრებიან,მიდიან,გშორდებიან.
მიუხედავად იმისა რომ შეიძლება, მათთან ბოლომდე კარგად არ გრძნობდი თავს....
ცუდათ ხდები,საშინელ არასრულფასოვნებას გრძნობ,თითქოს გულთან ახლოს,
შავი სიცარიელე ჩნდება რომელსაც მხოლოდ დაკარგული და შეჩვეული მოვლენის,
ყოველდღიურად განმეორება შეავსებს.
შეიძლება თავიდან იმ ფაქტს,რომ არაფერი არ მეორდება არ შეურიგდე,
ყველანაირად ეცადო იმის დაბრუნებას რაც დროებითია(არა და მარადიული არაფერია),
მაგრამ ბოლოს...
დაიღლები...
დაწყნარდები....
შავი სიცარიელეც ამოივსება არა ძველი და შეჩვეული,
არამედ ახალი მოვლენებით და მასთან დაკავშირებული ახალი ადამიანებით...
უბრალოდ უნდა შეძლო შეჩვევასთან ერთად გადაჩვევაც.
მერე რა რომ ეს ძალიან ძნელია ეს მხოლოდ პირველ დღეებში მერე კიდე როგორც ამბობენ:დრო ყველაფრის მკურნალია..."7.06.2004.

5 წლის მერე ზუსტად იგივე შეგრძნება,
აზრები,მოვლენები მეორდება უბრალოდ უფრო შავ ფერებში,
უფრო მტკივნეული და უფრო დამარწმუნებელი იმაში რომ მარადიული,არაფერია,
მაგრამ არის რაღაც განსხვავება მაინც.
ამ ჩანაწერს რასთან დაკავშირებითაც ვაკეთებდი,იმ "მოვლენის" და სიშავის ამოვსებას
რამდენიმე დღე კი არა 2 წელი მოვანდომე.
ეხლა კიდე მიუხედავად იმისა რომ ბევრად უფრო ახლობელი ადამიანებისგან დამრჩა შავი სიცარიელე,
ბოლო წლების მანძილზე,
2 წელი აღარ მჭირდება ამის გასააზრებლად.
მშვენიერია ე.ი. შევძელი წინ წასვლა.
შევძელი აღარ გადავაქციო ტრაგედიად არასასურველი ცვლილებები....
ცხოვრება ისედაც ჩქარა გარბის,ამიტომ მირჩევნია მეც სწრაფად ვიარო!!!
რისთვის?
საბედნიეროდ არიან ხალხი რომლებსაც ჩემი კარგად ყოფნა და ამ ქვეყნად არსებობა სჭირდებათ.
გვერდით მყვანან თუ შორს ამას მნიშვნელობა არააქვს.
ასე რომ სიცოცხლე მაინც მიყვარს!!!


Tuesday, February 3, 2009

ZERO


ემოცია-0

სიტვები-0

ფიქრები-0


სიხარული-0

გრძნობები-0

ხალისი-0

სურვილი-0

ძილი-0

მშობლები-0

გავნულდი ყველგან და ყველაფერში.

ბოლო დღეებში საბოლოოდ.

მშვენიერია...

თავიდან დავიწებ!!!

who's here?

classic

Followers

^^