.........

My photo
tbilisi, Georgia
Fuck your rules, I have mine!!!

Saturday, December 6, 2008

ისევ გიტირია ჩუმად, გიტირია შეეენთვის.......

დღეს ისეთი კარგი დღე არა უფრო ღამე იყო,ბავშვები ირგვლივ, ბევრი. საყვარლები,გაყინულები,
შიგადაშიგ ძალით ძერსკები,ცრემლიანები,მოწყენილები,სასაცილოები,მაგრამ ყველა თბილები მაინც თბილები,
ხო და წამოვედი და ნისლი საშინელი,დამპალი ნისლი,არ არის ჩემთვის უცხო,სვანეთში რომ ვისვენებდი ხშირად ყოფილა,საათობით უყურებდი ხოლმე როგორ მოძრაობდა მთაზე,ზოგჯერ ზანტად ზოგჯერ ფაცი-ფუცით, მაგრამ აქ პირველად შევეფეთე.დამპალი.....
ისე დამგრუზა უცებ მომშალა,და უეცრად გულში ბრახ და გაიხსნა ის ტკივილი რასაც ყოველი,გადმოფრქვევისას,გულმოდგინედ ვფუთავ და ისევ ვინახავ.
აუF როგორი მწარეა,როცა გადმოინთხევა ხოლმე,
ვზივარ და ვგრძნობ სხეულში,ძარღვებში სისხლის ნაცვლად თითქოს მრავალწახნაგა კრისტალების ხროვა,მოძრაობს,
რა საშინელია ვისერები და ვიშლები,შიგნიდან ვიფატრები,
და ეს ცრემლები,რა დაუმორჩილებელნი არიან,სახის ნაკვთებზე სრული ბატონობა მაქვს არ იცვლებიან,მყარად ინარჩუნებენ ერთი და იგივე გამომეტყველებას,აი ეს ცრემლები კი დაუკითხავად გამოენთებიან ხოლმე ამ შუა სხეულის ნგრევაში და მიდიიი მოდიან და მოდიან.
და ვზივარ ასე უცვლელი სახის მიმიკით და ცრემლები რაკ-რაკით მომდის,
რა სასაცილო ვარ ამ დროს,ორი რომ ვიყო, გვერდიდან შევხედავდი ჩემს თავს და გავიხეოდი სიცილით.
ეხლა კიდე ამოვიღებ და დავანთხევ ტკივილის ნაწილს ჩემს ფეხებთან, დანარჩენს ისევ შევფუთავ ამეჯერად უფრო კარგად და გულმოდგინედ.
ერთხელაც ადგება ჩემი სხეული და ამ შეფუთვას შეიწოვს,გააქრობს.
სხვა რა გზაა.
როგორ მენატრებიან,მაგრამ რაა რო?
არაფერი ვსო აღარაა,აღარ.
ხო მტკივა, მაგრამ არაუშავს გაიწოვება კეთილთვისებიანი სიმსივნესავით.

2 comments:

თაკა said...

gushin ar shemimchnevia nisli..
mara dges shevamchnie da gamixarda..
motovs albat..
xoda mikvars me qatqata tetri fantelebi..
mamshvidebs saocrad..
xoda mixaria..
shen kide mikvarxar ici :*

indievidi said...

აი ყოჩაღ შენ, ძალიან გაფასებ, მართლა უძლიერესი ადამიანი ხარ და პიროვნულად ხარ ძალიან მტკიცე!!! ამ ცხოვრებაში მართლა ასეთი უნდა იყო!

who's here?

classic

Followers

^^