.........

My photo
tbilisi, Georgia
Fuck your rules, I have mine!!!

Tuesday, January 27, 2009

უფრო ბედნიერი......

ქუჩაში ჩამწკრივებული დგანან ტაქსები,ერთი მყავს ამოჩემებული,დანგრეული შესტი ყავს,ჭაღარა მოხუცი ბაბუაა,გვერდით აუვლი ხოლმე იმ ზიპინა ტაქსებს და ღიმილით ვხტები ამ დაშლილ ტაქსში.
ისე საყვარლად მეტიტინება ხოლმე,თავის ამბებს მიყვება:)
ბოლოს ძალიან უცნაური ნუ ჩემთვის დამთხვევებით სავსე დიალოგი გვქონდა....
-როგორახარ შვილო?
-კარგად თქვენ?
-რავი შვილო,როგორ ვიქნები დღეს პირველი კლიენტი ხარ...გარეთ ცივა ხო?
-კი ცოტა..
-გინდა "პლიტა" ჩაგირთო?გათბები ცოტას.
ძალაუნებურად გამეცინა საერთოდ ფეჩს ამბობენ და უცებ "პლიტა",
-არა გმადლობთ არ მინდა( უცებ შუქის გადასახადის ეკონომიას გაწევსთქო ვიფიქრე ალბათ პლიტის ჩართვის ამბავში:D,არ ვიცი რატომ უთხარი ასე... აშკარად მციოდა)
-ჩაგირთავ შვილო რატო არ გინდა?
-კარგით ჩართეთ პლიტა.(სიტყვა უკან წავიღე.)
-ეხლა სად იყავი შვილო ასე გვიან მორჩი სამსახურს?
-არა მეგობრებთან გავედი სამსახურის მერე.
-ხო მშვიდობაა?
-კი! კი!
-ის მეგობარი როგორ გყავს?
-რომელი?
-აი ძმა რომ დაეღუპა,გვიან რომ ამყავდი სახლში(ორი წლის წინანდელი ამბავი ახსოვდა)
-ძალიან კარგად გათხოვდა და შვილი ყავს უკვე:)ბედნიერია.
-შენც მალე ბედნიერი იქნები.
-ბედნიერი ვარ მეც.
გაეცინა უნდა იყო აბა რაო,მაგრამ მალე უფრო ბედნიერი იქნებიო.
-ჭიშკარი ხომ არ შეგიღებავს?
-არა ისევ შავია.(პირველად რომ ამიყვანა სახლში და შავ ჭიშკართან გავაჩერებინე,არ ესიამოვნა მამაშენს უთხარი შეღებოსო,მეთქი ჩემი შეღებილია,მაშინ შენ შეღებეო.)
-შევღებავ გაზაფხულზე აუცილებლად..
-ხო შვილო შეღებე შეღებე.
არ ვიცი ჭიშკარს რა ფერად შევღებავ შავად შეღებვა მინდოდა ძალიან ოჯახში სერიოზულად დავცხეთ მაგის გამო მამამ: მაშინ შენ თვითონ შეღებეო,შევღებე კიდეც.
ისიც არ ვიცი ბედნიერება რა ფერია,რას გავს... რას წარმოადგენს... მაგრამ,ვიქნები ალბათ ან არ ვიქნები,არ ვიცი,მე იმითაც მშვენივრად ვგრძნობ თავს რაც მაქვს და რაც არ მაქვს.
ანუ ჭიშკრის შეღებვა გარანტირებულია,ფერიც გაირკვევა,
აი ცხოვრების არ ვიცი.
შავი უხდება ძალიან ჯერ და სხვა ფერები ქაოსს გამოიწვევს უფრო ბედნიერებაც ზედმეტია:D


:user:

Thursday, January 22, 2009

აბა ვინმესთვის ხო უნდა მიმეძღვნა!!!



ძალიან მიყვარს ეს ლექსი,გამიხარდა რომ აღმოვაჩინე
და მთელი გულით უძღვნი ჩემს ძაღლებს:D




Friday, January 2, 2009

....რატი....

.................................................................



.............
.............................................
............................................
.............................................
.............................................
...............................................
...............................................

.......................................................
....................................................
..............................................

........................................
.....................................

who's here?

classic

Followers

^^