.........

My photo
tbilisi, Georgia
Fuck your rules, I have mine!!!

Thursday, October 30, 2008

შემოდგომის ბოლო დღე დაღამდება ხვალ...

უსამართლობა!

ირგვლივ...

სახლში, გარეთ,
ყველაში ყველაფერში,
ტკივილი,სამუდამო,დაუძლეველი,რომელსაც ეგუება ადამიანი,სხვა რა გზაა,უნდა იცხოვრო ამ ქაოსში,
ძნელია ძნელი,ზოგჯერ აუტანელი,დამღლელი,
ამ დროს ვეძებ,გაფაციცებით დადებითს,საყვარელს,სასიხარულოს.
რომ ჩავეჭიდო,ჩავეხუტო და ვთქვა აი კარგიც ხდება,
ბედი რომ არის ისეთი მომენტები ცხოვრებაში,რაც ღიმილის საშვალებას მაძლევს,
შემოდგომის ბოლო დღე დაღამდება ხვალ,
გარბის დრო,ძალიან ჩქარა,
არ მემეტება ტკივილისთვის ჩემი დღეები და გული მწყდება,
ხო შეიძლებოდა უკეთესად ყოფილიყო ყველაფერი?
არა!
ასეა საჭირო ამას უნდა მოვერგო და რა თქმაუნდა ღიმილით, სიხარულით, სიყვარულით.
სიყვარულით!
სიყვარულით!
სიყვარულით!

Wednesday, October 29, 2008

მომგვარეთ გაზაფხული!!!


გაზაფხული მინდა,სიმწვანე სითბო,მზე,
სიცოცხლე, რომ იგრძნობა ირგვლივ,
არ მიყვარს ეს პერიოდი,
გვიანი შემოდგომა და ზამთარი საერთოდ ამოსაღებია,წელიწადის დროებიდან,
თავისი ახალიწლებით და თოვლით.
არ მიყვას!!!
სიზარმაცის უმაღლეს მწვერვალს აღწევს ჩემი სხეული ამ დროს,
ხო და მომგვარეთ გაზაფხული!!!
ახალ ცხოვრებას ვიწყებ.
მარტო სულ მარტო. :jump: 

Tuesday, October 21, 2008

ის კარები სამუდამოდ ჩარაზულია!!!


მეყოფა!კმარა!გულისწყვეტა!კარგახანია,-
იმ დროიდან,იმ სივრციდან,
იმ შორეული სურნელებიდან,გამოგდებული ვარ,
ვით ბავშვი თავის სახლიდან...
კარგა ხანია.-
იმ ჩემს ბავშვობას ასფალტი ახრჩობს...
ვინღა შემიშვებს მე იმ სახლში,
ის კარები სამუდამოდ ჩარაზულია.
ხანდახან ჩემი სიზმარი თუ გაიპარება,ჩემგან,
დადგება იმ სახლთან და ძაღლივით წკმუის...
დიახ,იქიდან წამოსული მე მგლად ვიქეცი,
და მეც მგლურ კანონს,მგლურ სიყვარულს ვემორჩილები.
შავად იფეთქებს ხოლმე ჩემში თქვენი სახელი
და ჩემს მეწამულ მოგონებებს გადავემხობი........

:)))))))))


თქვენ შემოგვარდნიათ სიძე უცფაშად ოთახში რაღაცა უსვრია და შემთხვევით(საკითხავია ესეც :D )
თავში გაურტყამს?
მე კი და თავის ტკივილის მიუხედავად თბილად გაღიმება და ვახ ჯიგარი ხარ-ის თქმა მომიწია.
ეს რაღაცა ჩემი სააააყვარელი სნიეკერსი აღმოჩნდა :bis:
კიარადა ვაი თავი :user:
კიარადა

მნიამ. :love:

Monday, October 20, 2008

მომბეზრდა...

სუნთქვა...
დღე...
ღამე....
მოძრაობა...
უმოძრაობა...
სიგარეტი...
ფიქრი...
ლაპარაკი....
სიჩუმე....




სიცოცხლე???
არა...
მასთან ჯერ ანგარიში მაქვს გასასწორებელი...
ხოდა მობეზრებას ვიბეზრებ!!!

Wednesday, October 15, 2008

"ბევრმა არც კი ისიც ეს ჩემი ისტორია... ზოგმა ნაწილი იცის... ზოგმა გაკვრით... ზოგს ჭორი გონია.."


 

რამდენს ვფიქრობ ამ ადამიანზე და ვერ ვწერ ვერ ვლაპარაკობ მასზე,ყველას სტკივა მისი დაკარგვა და თითქოს ჩუმად ვართ არ გვინდა ერთმანეთს ვაჩვენოთ რა დონეზე გვაკლია ის ჩვენ,თითოეულს საკუთარი გვყოფნის...

  თავიდან რომ მომწერა მგავხარო სხვანაირად აღვიქვი,ვიფიქრე ალბათ ისე, ჩემი პოსტები დაემთხვა მის აზრებს და მესიამოვნა,მერე მივხვდი რა იგულისხმა...

აქ დავდებ მის მოწერილ პმ-ების ნაწილებს:

 [/QUOTE]მე თათო :2kiss: 

გეგონება ერთმანეთს უნდა ვიცნობდეთ და რომ არ ვიცნობთ რაღაცნაირი შეგრძნება მაქვს :user:[/QUOTE]


 [/QUOTE]... მაგრამ ბევრი მაქვს მოსაყოლი, აი რომ გნახავ მოგიყვები... ვიცი ეს ჩვენ შორის დარჩება, ისე ბევრმა არც კი ისიც ეს ჩემი ისტორია... ზოგმა ნაწილი იცის... ზოგმა გაკვრით... ზოგს ჭორი გონია..მოგიყვები ყველაფერს :2kiss:  [/QUOTE]


[/QUOTE]აუ, მე და შენ რომ ჩავირთვებით ამ შაბათს, ვინ ოხერი გამოგვრთავს ! :bis: :jump: :bis: მეც ძალიან მიყვარხარ ! :2kiss: :2kiss: :2kiss: [/QUOTE]

შაბათს 2 წუთით გნახე ვერ მოგისწარი,ისეთი მხიარული სიყვარულით სავსე თვალები გქონდა,გიღიმოდი და მიხაროდა ასეთს,რომ გხედავდი,იმ დღეს პირველად და უკანასკნელად?...

ნწუ ჩვენ კიდე დაგვიდგება შაბათი და შენ მომიყვები შენი ცხოვრების ისტორიას რომლის:

"ზოგმა ნაწილი იცის... ზოგმა გაკვრით... ზოგს ჭორი გონია.."

Monday, October 6, 2008

სიშავით დავიწყებ და მერე გავაფერადებ................................


ცხოვრება ჩემსკენ ტრაკითაა შემობრუნებული,და სახეს არ მანახებს,ბებიამისისა რა,შევეგუო,
ზუსტად მაგ ტრაკში პანჩურის ამოსარტყმელად ვემზადები,

.ერთ დღესაც მაგრად ამოვცხებ,ჰაერში ავატრიალებ და სახით დავახეთქებ ჩემს ფეხებთან,მერე ტკივილისგან დამანჭულს თვალებში ჩავხედავ,და...


ჩავაფურთხებ!!!


მერე რაც უნდა ის უქნია...

მანამდე გაახაროს თავის ჭია,ისედაც ცოდვაა ჩემს ხელში:))

who's here?

classic

Followers

^^