.........

My photo
tbilisi, Georgia
Fuck your rules, I have mine!!!

Wednesday, March 18, 2009

არაუშავს მერე რა და ამასობაში....... :mad:

გუშინ აბაზანაში ძლისვს შევბანცალდი
3დღეა რადიკულიტმა ისე დამიჭირა გემრიელად
გაზმორებასაც ვერ ვახერხებ და ბებერი ქალივით დავდივარ,
მაგრამ ეს არაფერი ამას მოევლება გამივლის მალე სხვა
რაღაცამ დამაფიქრა კი არ დამაფიქრა ძალიან გავბრაზდი საკუთარ თავზე.
ბანაობის დროს ხელებზე პატარ-პატარა სისხლჩაქცევები აღმოვაჩინე,ალბათ სადმე მივარტყ-მოვარტყი:D
მერე დიდი სისხლჩაქცევა აღმოვაჩონე(სულ დამავიწყდა იმ მომენტში რომ ნემსებს ვიკეთებ)
ახსნა ვერ მოუძებნე ვიფიქრე მეთქი არავის უცემივარ.
ე.ი. ძაან ცუდათ მაქვს საქმე და ვკვდებითქო.
ყველაზე სასაცილო ის იყო,რომ მშვიდად წარბიც არ შემტოკებია
ისე დავიწყე:
ფიქრი დედიკო როგორ გავამხნევო,
ჩემი და როგორ შევაგუო ამას,
რომ მერე რა არაუშავს ადრე თუ გვიან ყველა ვკვდებით.
მერე გამახსენდა რომ ნანემსრებია და არანაირი სიკვდილის ნიშნები არ მაქვს.
ჰო და აქ დაიწყო ყველაზე მაგარი დავიჭირე ის მომენტი რომ ჩემმა "სავარაუდო სიკვდილმა"
ჩემში არანაირი ემოცია არ გამოიწვია,
ძალიან გავბრაზდი საკუთარ თავზე.
ისე შევეჩვიე ცუდი ამბების მშვიდად აღქმას და მორგებას რომ
საკუთარმა "სიკვდილის" ნიშნებმა არ ამაფორიაქა.
მერე გამახსენდა ანის ნათქვამი ყველაფერზე არაუშავს როგორ უნდა თქვა ზუსტად რომ უშავსო.
ნუ ეს საერთოდ სხვა თემასთან დაკავშირებით იყო.
მაგრამ დამამხსოვრდა.
აბაზანიდან ისეთი წარბშეკრული
და გაბრაზებული გამოვედი ჩემა დამ და სიძემ-" რა იყო დუშს ეჩხუბეო?":D
მოკლედ და კონკრეტულად დღეიდან ზუსტად რომ უშავს ასე რომ დროა
როგორც ვიტყვი ხოლმე(მიყვარიენ ეს გამოთქმა)
"გასაპარსი უნდა გაიპარსოს მოსატყნავი უნდა მოიტყნას"
ჰო და ასეც იქნება.
მე უპირველეს ყოვლისა!!!:bis:
თან დროა კაცო სიბერის ნიშნები უკვე სახეზეა ნერვის ანთება ხრენავ
დედას უტირებ:boli:

Monday, March 9, 2009

:) :) :)

იგი სულ მუდამ დაკარგულ სევდას მალავს თვალებში,
ხანდახან ავიწყდება კიდევაც, რომ არსებობენ ცრემლები,დაუმორჩილებლად იცინის,ზოგჯერ საკუთარ სევდას დასცინის,ისე კი,მისი ნიღაბი მუდამ მიმღიმარი და უშიშარი,გულადი თეატრალის თარგაზეა შეკერილი.
ქუთუთოებით მწუხარების წრე შეუკრავს,
საიდანაც ვერავინ შეაღწევს შიგნით,
არავის შეუშვებს,
მხოლოდ მას ეკუთვნის ეს სამყარო,
სამყარო მის თვალებში...
თვალები,ისინი ხომ სულის სარკენი არიან,
მისი სული მხოლოდ თვითონ მას ეკუთვნის,
შეუშვებს კი ოდესმე ვინმეს შიგნით,
რადგან ვინც მისი თვალების სევდას გაიზიარებს,
გახდება მისი სიზმრების დარაჯი,დაიჭერს მისი ოცნების სანთელს...
იგი კი ყოველთვის დაკარგულ სევდას მალავს თვალებში,.....

Sunday, March 8, 2009

არა არაფერი უბრალოდ.......



არაფერია უბრალოდ მეორე წელია 8მარტს არ ვცნობ,
ჩემი დედუს დაბადების დღეა:)
ჩემის სიამაყის და სიყვარულის.
ჩემი სიცოცხლის აზრის.
როგორ მიყვარს.

ჰო და ე.ი. ნ.ხ. 8 მარტი.

სანამ ჩემი დედუ არ ჩამოვა და როგორც ადრე,

ერთად არ შევხვდებით ამ დღეს.

"ბოლოჯერ .. მიამბე დედიკო ზღაპრები ,
მინდა, რომ კვლავ ვიყო ის გოგო პატარა ..."

Wednesday, March 4, 2009

დიპლომი ავიღე!!!

ჰო დიპლომიანი სასიძო ვარ უკვე:D
დიდი არაფერი ავიღე და მორჩა. 1 წლის წინ უნდა ყოფილიყო მზად წესით.
რაა რო?
არც არაფერი...
არც სპეციალური ცერემონიალით არ გადმოუციათ
(რა ცერემონიალი:lol: 1 საათი რიგში ვიდექი,ნუ თუ შეიძლება იმ დომხალს რიგი დავარქვა. ვინ ვის იღლიაში იყო თავ გარჭობილი ხეზ,რა კარგია ზოგჯერ სიმაღლე:D,ბოლოს თავი რაგბზე წარმოვიდგინე და ლელოც გამოვაცხვე.შევაღწიე იმ ქალთან.
ლამის ფურთხით ჩამიკრა ლურჯ ჩარჩოში დიპლომი ისე ჩარჩოს არაუშავს.უნაკლოა:D წარმატებები!!! კი მომაძახა ცალყბად.
შუბლზე კი ეწერა მალე გადი! შემდეგი შემოვიდეს!)
არც ნიშნების ფურცელი არ დაურთეს(ოხრად დამრჩა ჩემი 5იანები)
არც სახლში შემომგებებინ მშობლები შვილმა დიპლომი აიღოო(ნუ როგორც ხდება ხოლმე)
არც ეს არც ის არც არაფერი მოკლედ.
ჩავდე უჯრაში სხვა საბუთებთან და ხეზ როდის დავძრავ ადგილიდან:D
ან საერთოდ დამჭირდება?:LOL: ესეც ხეზ.

მოკლედ აღარა ვარ "უდიპლომო სასიძო"
და მოთხოვნების სიაც გაიზარდა.:boli:

Tuesday, March 3, 2009

ისევ გამარჯვების მწვერვალი!

დადებითი ემოციებით სავსე.
ჩემს ძალებში დარწმუნებული.
ამაყი.
აი ასე ვარ ამ მომენტში.
ან გაზაფხულის ბრალია ან კიდევ დასვენების.
თორემ ბოლო პერიოდში ისეთი ჩავარდნები მქონდა ასე არ უნდა ვიყო.
საშინელებაა როცა მიდიხარ თელასში და იხდი 1500ლარს.
ძველი დავალიანებების გამო რომლებიც ეხლა ამოტივტივდა.
საშინელებაა მარჯვენა ხელი წამერთვა როცა ფულს მოლარეს უთვლიდი.
სამაგიეროდ რამდენიმე კარგი ადამიანი გავიცანი ამ საშინელების მოგვარების დროს.
მერე იყო გუდაური.
ბავშვებს ასე რომ არ დაეძალებინათ ახლა ალბათ ისევ 1500ლარი დამესიზმრებოდა ღამღამობით
მადლობა ჩემს მეგობრებს ძალიან მიყვარხართ ანი სანდრო მეგ გიგი :love:


დანარჩენებიც მენატრებოდნენ ძალიან ვინც აქ დავტოვე.
განსაკუთრებით ვიცი სხვებს არ ეწყინებათ და მარიამი მენატრებოდა.
ჩემი ძლიერი,მაგარი დინოზავრი და საყვარელი დღეს ტაქსში რო ვჯდებოდით :LOOOL: მძღოლს ეცა, გინდა თუ არა ეს პონჩიკები შეჭამეთ ძალიან გემრიელიაო(არადა მემგონი ავლაბარში მაგ პონჩიკების გამო გამომაკითხა:D) გაგიჟდა კაცი, სულ რაღაც 1 წუთში ისე სიყვარულით გაუღიმა მარიამს მე ჩემი ისტერიკული სიცილი კინაღამ ცრემლებით შემეცვალა და მოვკეტე.
დანარჩენებს არ ჩამოვთვლი იციან ისედაც. იქიდანაც ვწერდი, მიყვარხართ!!!
Fუ რამდენი ხანია ასე კარგად არ მიგრძვნია თავი.

who's here?

classic

Followers

^^