.........

My photo
tbilisi, Georgia
Fuck your rules, I have mine!!!

Monday, January 4, 2010

ასეთი ადამიანები არ უნდა კვდებოდნენ....

მესამე კურსზე საბუთები დაუსწრებელზე გადავიტანე ლექციები ისედაც მიცდებოდა და 2 წლიანი "სტუდენტობა" მობეზრებული მქონდა.ვეცი სამსახურს და დაუსწრებლის ლექციები როცა დაიწყო საშინლად მეზარებოდა, ახალი ბავშვების ატანა .
მოკლედ პირველ ლექციაზე უჟმური სახით შევედი, უკანა ადგილისკენ დავაწექი...
გზად ვიღაც ბიჭის გაკრეჭილ სახეს წავაწყდი და რა თქმა უნდა ყურადღება არ მივაქციე ჩაუარე.
"ეხლა ესღა მაკლდა" ფიქრით :)))
შესვენებაზე ეგრევე გარეთ გავედი მოსაწევად ვცდილობდი ზედმეტი საუბრები თავიდან ამეცილებინა.
როცა მოვბრუნდი 2 ტიპი მეცა შენ ქალდანი ხარო?..
მეთქი კი... ჩვენც სვანები ვართ და რომ მითხრეს გვარები რა თქმა უნდა ნათესავები აღმოჩდნენ და გავიღიმე.
ამ დროს იმ ზემოთ ხსენებულმა გაკრეჭილმა გამოყო თავი და მე სვანი არ ვარ მაგრამ შეიზლება ძმობა შემოგფიცოო?:)))
რა თქმა უნდა ამის მერე ძალიან შემიყვარდა:))



ილია ერთადერთი ჯგუფელი იყო ვისაც ჩემს გარდა ყოველთვის ქონდა კონსპექტები.
ვინც ჩემთან ერთად დასდევდა ლექტორებს თუ საჭირო ხდებოდა.
მერე ყველას უყვებოდა თუ როგორ ვაჩმორებდი მეგრელ ლექტორებს :D
რომელიც ყველას გვიხაროდა და მის გარეშე ვერ წარმოგვედგინა ჯგუფი.

სულ იცინოდა. სულ ხუმრობდა.


მეოთხე კურსზე რო მივედით სულ სხვა ილია დაგხვდა თავის გადაპარსვის მიზეზს არ გვეუბნებოდა მერე ძლივს ამოღერღა სიმსივნე მაქვს და მესამე ხიმიას ვიკეთებო.
ყველას სახე შეეცვლა ჩემს გარდა მე რა თქმა უნდა შევაგინე :))
და მერე რა მოხდა დიდი ამბავი გადაიტანთქო...
და ამ თემაზე ავკრძალეთ ლაპარაკი...
მართლაც მეორე სემესტრის ბოლოს ისევ ფორმაში ჩადგა ექიმებმა დადებითი პასუხები დაუდეს და სიმსივნემ კლება დაიწყო.
ჩუმად საშინლად მეშინოდა იშვიათად ურეკავდი.
წელს ახალი წელი არ მომილოცა არც მიმიქცევია დიდად ყურადღება.
მე კიდე არავის არ ულოცავ როგორც წესი მეზარება.
ხო და ......
20 წუთის შუალედით 2 ჩემი ჯგუფელის სმსი მომივიდა ილია აღარ გვყავსო...
დიდი ხანია არ მიტირია ვერც ვტირივარ უბრალოდ ვკიოდი ეს იყო და ეს :(((((
ასეთი ადამიანები არ უნდა მიკვდებოდნენ :(((
ძალიან უსამართლობაა....
ფიქრები იმის შესახებ რომ ნეტა არ ვიცნობდე ამდენ ადამიანს რომ ასეთი ტკივილები ავიცილო,
რომ ასე მაინც დავემალო ამ საშინელ გრძნობას....
რა თქმა უნდა სისულელეა.
გამივლის და მაინც ეხლა მტკივა... :/
წინა დღეს ლეომ მკითხა შენ სულ ცუდ ამბებზე რატომ გირეკავენ არ გინდა ტელეფონი გადააგდოო?
არც ესაა გამოსავალი გამოსავალი ისევ სუნთქვის გაგრძელებაა,მიუხედავად იმისა რომ უფრო და უფრო მძიმე ხდება ზოგჯერ.
მე სიცოცხლის მიზეზად მარტო ის მყოფნის რომ ჩემს ახლობელ ადამიანებს იგივე ტკივილი არ უნდა მივაყენო რასაც მე უკვე მერამდენედ განვიცდი?...
არ მინდა დავთვალო....
მოკლედ ვცოცხლობ და ვიხსენებ ღიმილით ნუ ვცდილობ მაინც.....

who's here?

classic

Followers

^^