.........

My photo
tbilisi, Georgia
Fuck your rules, I have mine!!!

Wednesday, December 22, 2010

ჰმ...

ბოლო დღეებია,ან მემგონი რამდენიმე კვირაა ხელი წამიცდება და შემოვდივარ აქ,ჩემს მიტოვებულ ბლოგზე))) (ახლა ავქვითინდები) )) აშკარად მინდა რაღაცის დაწერა,და რისი ჯერ ვე ვხვდები.დავწერ ჰო დავწერ დავწერ :)

Wednesday, September 22, 2010

აფრენთ!!!

ეს გრძნობა ამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით რომელზეც ვაპირებ დაწერას რამდენიმე წლის წინ გამიჩნდა,როცა ერთ-ერთი ჩემი მეგობარი მშლიდა და მამატებდა ომგ შემინდეთ და odnoklassniki.ru-ზე ლოლ.
მის პასუხზე: "ცუდათ ვიყავი და ყველა ვშლი ამ დროს"
მივხვდი რომ საერთოდ სხვა და სხვა ტალღაზე ვართ )) ის მაშინ ერთი იყო "ასეთი" ჩემს ნაცნობებში და უბრალოდ მეცინებოდა ყოველ "წაშლაზე",პანიკა ტყდებოდა myspace-ზე თუ მეგობრების თანმიმდევრობა იცვლებოდა ლოლ,

ვფიქრობდი რომ ეს ასაკის ბრალია და გაუვლით.

მერე ამან მასობრივი სახე მიიღო :D

ჩემს მეგობარს ველაპარაკე დღეს რომელმაც,
აღმოჩნდა რომ facebook-იდან წამშალა დიდი ხანია და მე ეს ვერ შევამჩნიე :D
ამ დღეებში უნდა ვნახო გავხეთქავ ჩახუტებით ))
იმიტომ რომ ძალიან მომენატრა და მიყვარს )
მანამდე კიდე ერთთან მქონდა უთანხმოება და "წამშალე მაშინო"მომწერა(ეგონა რადგან იქ არ ვშლი ეს ჩემთვის რაღაცას ნიშნავდა),
დავცინე იმიტომ,რომ ვერ ვხვდები რა მნიშვნელობა აქვს მართლა ვერ ვხვდები, თუ არ მინდა ადამიანთან ურთიერთბა ამას ისედაც მოვახერხებ,რა მნიშვნელობა აქვს ის skaype-ში ან fb-ზე მეყოლება თუ არა.
საერთოდ ბევრი მეგობარი,ნაცნობი მყავს ირგვლივ რომლებმაც მარტო fb-ით ან skaype-ით რომ განმსაზღვრონ მათ ცხოვრებაში ალბათ საერთოდ არ ვიარსებებდი :D
ვერ ვიტან წერას,ნეტის საშვალებით ვკონტაქტობ მარტო დედასთან და იმ თითზე ჩამოსათვლელ ადამიანებთან ვინც საქართველოში არ არიან.
ჰო და რა მინდოდა მეთქვა აფრენთ მართლა. ძალიან გიჭირთ ალბათ ცხოვრება და ნორმალური აზროვნება თუ აქ წაშლით ვინმეს და გგონიათ, რომ რაღაც მნიშვნელოვანი გააკეთეთ და ეს ამაყად გაგრძნობინებთ თავს.შეურაწყოფად არავინ მიიღოთ თუ ვინმე თავის თავს აღმოაჩენს ამ პოსტში )) უბრალოდ აქ აკეთეთ საქმე იმაიმუნეთ თუნდაც უბრალოდ გისურვებთ ბევრ "რეალურ" მეგობარს,ნაცნობს,დაქალს,ძმაკაცს და აი სიყვარულს რაც შეეხება
( -მიყვარს დეა
-როდის მოასწარი ნახვა?
-არ მინახავს ჯერ...
ბრრრრ აფრენთ კი მართლა აფრენთ)
ეს რეალურ ცხოვრებაშიც ძნელია მაგრამ "სიიიყვარულსაც" გისურვებთ... )))))))

უკაცრავად ))))

მოკლედ ეს მინდოდა მეთქვა თუ გაუგებარია,კაგრით მე ვაფრენ და მიხარია, რომ სხვებივით არა :DDDD

Sunday, July 4, 2010

უკომენტაროდ :)


Я теряю тебя в этой мутной толпе,
Я теряю тебя по крупицам, по клеткам
С каждым мигом, пронёсшимся на высоте,
Теплота уступает паутинам и сеткам

Я теряю тебя, мне тебя не найти,
Я теряю тебя постепенно, построчно
По-простому, как Золушка без десяти,
И по сложному, как фортепьяно настройщик

Я теряю тебя, словно звук, словно вкус,
Забываю записывать, поздно - забыто!
Я теряю, казах, я теряю, тунгус,
Я теряю, альцгеймер – убита, убита!

Моя память убита и ты вместе с ней,
Умирай, умирай, не проси подаянья!
Я теряю людей, я теряю друзей,
Я теряю наследников, имя теряя!..

Sunday, March 28, 2010

ფორთოხალი მე და 6 "რომ" )))


ფორთოხალი რომ გრძნობდეს არასდროს არ შევჭამდი,
მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მიყვარს ვგიჟდები ისე მინდება ხოლმე,
ხელში დავიჭერ თუ არა შიგნეულობას ვაცლი და მნიამ,
გემრიელია ფორთოხალი და სულ მინდა, მაგრამ გამოშიგნული არა...







მე?
მე ეხლა შეჭმული ფორთოხალივით ვარ ჩემივე სურვილით",თითქოს ვიღაცა მოვიდა და შინაგანი სამყარო....

არა და მეგონა,რომ ჩემი სამყარო კარგად მყავდა შეფუთული ჩაკეტილი,მარტო მე ვჭირდებოდი,
ისეთი შეგრძნება მაქვს თითქოს გამჭვირვალე ვარ...
როგორ არ მიხდება...
ძალიან არ მიხდება ეს ყველაფერი...
ამასაც აქვს თავისი ხიბლი.ჩემზე უკეთესად არავინ იცის, როგორ შემიძლია შევცვალო ყველაფერი და კიდე ერთხელ ვიგრძნო,
რომ ჩემი სამყაროს მმართველი მარტო მე ვარ!!!
ამ დროისთვის კი...
კარგია,რომ მარტო ფორთოხალს ვჭამ და ვაცლი შიგნეულობას :)
და მაინც ფორთოხალი, რომ გრძნობდეს არასდროს არ შევჭამდი მიუხედავად იმისა რომ ძალიან მიყვარს და ვგიჟდები ისე მინდება!!!

Wednesday, March 17, 2010

მოთმინებითა შენითაო...(xo da motminebis ddc mvt.....არის ამ ლექსის სათაურის "ჩემეული" ვერსია)))))


მოთმინებითა შენითაო...
და აჰა, ვითმენ!-
კბილს კბილზე ვაჭერ და ვიმტვრევ თითებს...
მოთმინებითა შენითაო...
და აჰა, ვლაგმავ
სიხარუს- ცრემლით გამოზრდილ ნაგრამს.
მოთმინებითა შენითაო...
და აჰა, ვბორკავ
ვნებებს და ჩემსავ ცეცხლშივე ვბორგავ.
მოთმინებითა ძშენითაო..
და აჰა,ვმარხავ
სათქმელს და სიტყვის ვინახავ მარხვას...
მოთმინებითა შენითაო...
და აჰა,ვანგრევ კოშკს ოცნებისას,და ვიკვნეტ ბაგეს...
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ჰა:ვლაგმავ!
ვბორკავ!
ვმარხავ და ვანგრევ!-
აგერ, ბატონო, მოთმინება
და... ჯვარცმაც -აგერ!

Tuesday, March 9, 2010

:)

ჩემო საბრალო მარტოობავ!
გაშორეულდა ყველა...
ყველა ნისლში ჩაქრა...
შენ ერთი დამრჩი...

არა!
სულაც არ ნიშნავს მარტოობა მარტო დარჩენას,
ათასი ვინმე შეიძლება გეხვიოს ირგვლივ
და მარტო იყო...
ხშირად მეც ხალხში გარეულს წამომდგომიხარ:
თვალს შემავლებდი,
შემიცოდებდი
და ქანც მილეულს-სახლისაკენ წამომათრევდი.
რა ერთგული ხარ მარტოობავ რა უღალატო!
ჩემო საბრალო მარტოობავ!
აწი არსად არ გაგექცევი...



არ შეგეშინდეს საყვარელო!!!
მე შენთანა ვარ...

Saturday, February 27, 2010

...

მუჭში მყავს პეპლები,

ადრე მუცელში რომ დაფრინავდნენ...

მუჭი გავშალე რამეს, რომ მოვჭიდებოდი.

მებნევიან ჩემი პეპლები...

ხელი?
ცარიელს რაღა აზრი აქვს
და ჩავიქნიე...

Monday, January 4, 2010

ასეთი ადამიანები არ უნდა კვდებოდნენ....

მესამე კურსზე საბუთები დაუსწრებელზე გადავიტანე ლექციები ისედაც მიცდებოდა და 2 წლიანი "სტუდენტობა" მობეზრებული მქონდა.ვეცი სამსახურს და დაუსწრებლის ლექციები როცა დაიწყო საშინლად მეზარებოდა, ახალი ბავშვების ატანა .
მოკლედ პირველ ლექციაზე უჟმური სახით შევედი, უკანა ადგილისკენ დავაწექი...
გზად ვიღაც ბიჭის გაკრეჭილ სახეს წავაწყდი და რა თქმა უნდა ყურადღება არ მივაქციე ჩაუარე.
"ეხლა ესღა მაკლდა" ფიქრით :)))
შესვენებაზე ეგრევე გარეთ გავედი მოსაწევად ვცდილობდი ზედმეტი საუბრები თავიდან ამეცილებინა.
როცა მოვბრუნდი 2 ტიპი მეცა შენ ქალდანი ხარო?..
მეთქი კი... ჩვენც სვანები ვართ და რომ მითხრეს გვარები რა თქმა უნდა ნათესავები აღმოჩდნენ და გავიღიმე.
ამ დროს იმ ზემოთ ხსენებულმა გაკრეჭილმა გამოყო თავი და მე სვანი არ ვარ მაგრამ შეიზლება ძმობა შემოგფიცოო?:)))
რა თქმა უნდა ამის მერე ძალიან შემიყვარდა:))



ილია ერთადერთი ჯგუფელი იყო ვისაც ჩემს გარდა ყოველთვის ქონდა კონსპექტები.
ვინც ჩემთან ერთად დასდევდა ლექტორებს თუ საჭირო ხდებოდა.
მერე ყველას უყვებოდა თუ როგორ ვაჩმორებდი მეგრელ ლექტორებს :D
რომელიც ყველას გვიხაროდა და მის გარეშე ვერ წარმოგვედგინა ჯგუფი.

სულ იცინოდა. სულ ხუმრობდა.


მეოთხე კურსზე რო მივედით სულ სხვა ილია დაგხვდა თავის გადაპარსვის მიზეზს არ გვეუბნებოდა მერე ძლივს ამოღერღა სიმსივნე მაქვს და მესამე ხიმიას ვიკეთებო.
ყველას სახე შეეცვლა ჩემს გარდა მე რა თქმა უნდა შევაგინე :))
და მერე რა მოხდა დიდი ამბავი გადაიტანთქო...
და ამ თემაზე ავკრძალეთ ლაპარაკი...
მართლაც მეორე სემესტრის ბოლოს ისევ ფორმაში ჩადგა ექიმებმა დადებითი პასუხები დაუდეს და სიმსივნემ კლება დაიწყო.
ჩუმად საშინლად მეშინოდა იშვიათად ურეკავდი.
წელს ახალი წელი არ მომილოცა არც მიმიქცევია დიდად ყურადღება.
მე კიდე არავის არ ულოცავ როგორც წესი მეზარება.
ხო და ......
20 წუთის შუალედით 2 ჩემი ჯგუფელის სმსი მომივიდა ილია აღარ გვყავსო...
დიდი ხანია არ მიტირია ვერც ვტირივარ უბრალოდ ვკიოდი ეს იყო და ეს :(((((
ასეთი ადამიანები არ უნდა მიკვდებოდნენ :(((
ძალიან უსამართლობაა....
ფიქრები იმის შესახებ რომ ნეტა არ ვიცნობდე ამდენ ადამიანს რომ ასეთი ტკივილები ავიცილო,
რომ ასე მაინც დავემალო ამ საშინელ გრძნობას....
რა თქმა უნდა სისულელეა.
გამივლის და მაინც ეხლა მტკივა... :/
წინა დღეს ლეომ მკითხა შენ სულ ცუდ ამბებზე რატომ გირეკავენ არ გინდა ტელეფონი გადააგდოო?
არც ესაა გამოსავალი გამოსავალი ისევ სუნთქვის გაგრძელებაა,მიუხედავად იმისა რომ უფრო და უფრო მძიმე ხდება ზოგჯერ.
მე სიცოცხლის მიზეზად მარტო ის მყოფნის რომ ჩემს ახლობელ ადამიანებს იგივე ტკივილი არ უნდა მივაყენო რასაც მე უკვე მერამდენედ განვიცდი?...
არ მინდა დავთვალო....
მოკლედ ვცოცხლობ და ვიხსენებ ღიმილით ნუ ვცდილობ მაინც.....

who's here?

classic

Followers

^^