ნეტა მე როცა მახსენდები და მონატრება ტკივილისგან გულს რომ მიჩერებს,
შენ გენატრები ხოლმე ასე?
მაგარია.
კარგია რომ აღარ გცნობ ჩემად.
ამით შენ ნაკლებად გტკივა და მეც მართალი იმათთან ვინც დამრჩა
და ვისთვისაც ვცოცხლობ.
ამ ალაგ-ალაგ გულის გაჩერებას კიდე გაუძლებ.
ბლინ დრო რატომ არ კურნავს...
საშინლად გამიჯდა სხეულში ეს ყველაფერი.
ქრონიკული გაქვავებაა უკვე.
და მაინც ნაგლად რო ვსუნთქავ და ინსტიქტურად,
ვითენებ დღეებს უმეტესად ცივი და მშვიდი გონებით.
აი ამის ფენომენს ვერ ჩავწვდი
რა ფასონი ვარ ვეღარ გავიგე.
მკვდარი მსუნთქავი არსება.