.........

My photo
tbilisi, Georgia
Fuck your rules, I have mine!!!

Monday, February 21, 2011

"77"

სუნთქვაშეკრულმა ავირბინე საავადმყოფოს კიბეები,არ ვიცი სასწაულის თუ შემთხვევითობის ბრალია,მაგრამ რეანიმაციის ზუსტად იმ პალატასთან მოვხვდი სადაც აპარატზე შეერთებული თითქმის მისი უსიცოცხლო სხეული ჯერ კიდე სუნთქავდა... კარებთან გავქვავდი და უყურებდი,უფრო სწორად უსმენდი მის სუნთქვას,ვიგრძენი რომ ეს ბოლო წუთებია...

ორი თეთრ ხალათიანი რაღაც გაურკვეველ შეკითხვებს მისმევდნენ,ბოლოს დავძაბე გონება და გავარჩიე სიტვები:

-თქვენი აქ ყოფნა არ შეიძლება,აქ საიდან მოხვდით?

-კიბეებიდან...

და ისევ მთელი ჩემი ყურადღება მასზე გადავიტანე ვცდილობდი,გარშემომყოფების და საავადმყოფოს ხმაური,დამეხშო მისი სუთქვა უფრო კარგად, რომ მომესმინა.არ მახსოვს ასე რამდენი ხანი ვიდექი...

მერე წამოვედი,"კარგად იქნება"-ს იმედით კი კარგად იქნება,გადარჩება.

ვეცადე ჩვეულებრივად გამეგრძელებინა სიარული,მეგობრები,სიცილი...

მაგრამ ეს თავის მოტყუება დილამდე გაგრძელდა...

მეორე დღეა ყოველ ხუთ წუთში მეცვლება ხასიათი ხან ისტერიულად ვტირივარ,ხან მეცინება, ვიხსენებ მასთან გატარებულ დღეებს,მეცინება მაგალითად იმაზე,რომ სოფელში რომ ჩავდიოდი სულ ვჩხუბობდით ტელევიზორის დისტანციონზე,საინფორმაციოდან ვერ ვართვევინებდი,მერე რა რომ სხვა არხზე საინტერესო ფილმს ფინალამდე წუთები აკლდა)) ჯენიფერ ლოპესის კლიპი თუ გადიოდა სხვა საქმე იყო აუცილებლად ბოლომდე უნდა ეყურებინა კარგი ქალიაო ))))

კითხვა ბავშვობაში მემგონი მის ხელზე სვირინგი რომ ამომეკითხა იმის ხათრით ვისწავლე."სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა,სიკვდილი სახელოვანი" :love:

4-5 წლის ვიყავი მაგრამ კარგად მახსოვს როგორ დამათრევდა თავის ძმაკაცებთან ერთად რესტორნებში,საქმიან შეხვედრებზე.

....................

-ვიზიარებ რამდენი წლის იყო?

-სამოცდაჩვიდმეტის.

რა მნიშვნელობა აქვს რამდენი წლის იყო ამ სამოცდაჩვიდმეტი წლის ბოლო ოცდაოთხი წელი ჩემი ბაბუა იყო,მე კიდე მისი პირველი შვილი-შვილი ვიყავი...







7 comments:

Zurriuss.GE - ეჰ :( said...

აუ აუ :((((
მე რომ მახსენდება ეგ მომენტი... ოქროს დაბადების დღე მქონდა, ბაბუაჩემის პანაშვიდს რო ვიხდიდით. თან მისი სახელი მქვია. მოკლედ, იყო ასეთი ცუდი დრო 2008 წელს.
ვიზიარებ ;(

anuk.emme@gmail.com said...

ჰო ჩემს ბებოზეც იგივე შეკითხვები ისმოდა და ასაკს რომ იგებნენ, მერე რა რომ მოკვდა, მაქამდე ჩვენც გვაცოცხლა ნეტაო.

Dea Chill said...

საშინელი რეაქცია მაქვს მსგავს რაღაცეებზე :/

ზიზი said...

ბაბუა არ მყოლია, მაგრამ ბებო მყავდა ძალიან საყვარელი, რომლის გარდაცვალება ძალიან განვიცადე, დღესაც ვერ ვუყურებ მის ფოტოებს,,,ხო ასაკზე მინიშნება ძალიან გუგლრილობაა...

Олег Гаврилин said...

У ВАС ХОРОШИЙ БЛОГ!!!

ДОБРО ПОЖАЛОВАТЬ НА ПРОСМОТР МОИХ БЛОГОВ!!!

Блог Олега Гаврилина

ПЛАНЕТА-СПОРТ

Кубок Гагарина

МОИ ФОТОГРАФИИ

ВЕТЕРАНЫ ВОЙНЫ

С УВАЖЕНИЕМ,ОЛЕГ ГАВРИЛИН!!!

krkor said...

love some photos here

:))

Anonymous said...

i like it!澎湖民宿澎湖旅遊推薦花火節2012澎湖民宿

who's here?

classic

Followers

^^