Tuesday, October 21, 2008
ის კარები სამუდამოდ ჩარაზულია!!!
მეყოფა!კმარა!გულისწყვეტა!კარგახანია,-
იმ დროიდან,იმ სივრციდან,
იმ შორეული სურნელებიდან,გამოგდებული ვარ,
ვით ბავშვი თავის სახლიდან...
კარგა ხანია.-
იმ ჩემს ბავშვობას ასფალტი ახრჩობს...
ვინღა შემიშვებს მე იმ სახლში,
ის კარები სამუდამოდ ჩარაზულია.
ხანდახან ჩემი სიზმარი თუ გაიპარება,ჩემგან,
დადგება იმ სახლთან და ძაღლივით წკმუის...
დიახ,იქიდან წამოსული მე მგლად ვიქეცი,
და მეც მგლურ კანონს,მგლურ სიყვარულს ვემორჩილები.
შავად იფეთქებს ხოლმე ჩემში თქვენი სახელი
და ჩემს მეწამულ მოგონებებს გადავემხობი........
Subscribe to:
Post Comments (Atom)
who's here?
classic
2 comments:
deee...
mglri cxovrebit ro cxovrobde ukan ver miixedav ..
mgeli ertaderti cxovelia romelic kisers ver abrunebs :yes: :2kiss:
:)am leksshi sul sxva ragaca momcons.
:2kiss:
Post a Comment