დაკარგვა,განშორება,განვიცდიდი ყველაფერს,
მერე...
ჩავეჭიდე ორი აზრს.

1)ყოველთვის უნდა ვიყო მზად ცუდისთვის შევეგუო მას,მოვირგო ისე რომ არ მეტკინოს ძალიან.
თუ კარგით შეიცვლება კაი,მაგრამ თუ ეს ცუდი მოვლენები არ გამოკეთდება უკვე შეგუებული ვიქნები.
შევძელი ეს და უემოციოდ ვხვდები ყველაფერ ცუდს,არ მიკვირს და მის მორგებას ვცდილობ.
2)ღმერთი არ გვიგზავნის იმაზე მეტ განსაცდელს, რომლის გადალახვაც ჩვენ არ შეგვიძლია.
ხო და ვლახავ იმ ფიქრით, რომ მე ეს შემიძლია.გამომდის კიდეც.

მაგრამ ბოლო 1წელიწადია ვგრძნობ რომ ვკარგავ ჩემს თავს,ვიცვლები,უემოციო ვხდები,
აღარ მაქვს განცდის მომენტები,თუ არ ჩავთვლით მაქსიმუმ ერთ დღიან გათიშვებს,
ადრე ეს წლობით მქონდა განვიცდიდი, ვტიროდი,
მერე თვეებად გადაიქცა წლობით ცუდათ ყოფნა,თვეები კვირებმა შეცვალა,
ეხლა კიდე 1დღიანი განცდა და ვსო,ვეღარ ვქაჩავ მეტს.
ყველზე მეტად მიყვარს იმაზე ფიქრი რომ როცა ცუდი ხდება ეს უკეთესობისკენ ხდება,
ლამისაა ამერიოს უკვე რომელი მოვლენაა ჩემს ცხოვრებაში ცუდი და რომელი კარგი,
თუმცა რა მნიშვნელობა აქვს აშკარაა,რომ რაც არ უნდა იფართხალო მოსახდენი მაინც ხდება.
უბრალოდ ცუდშიც ვეძებ პლიუსებს,თორემ ვეღარ შევძლებდი სუნთქვას.
გამეწელა ძალიან შავ ხაზზე სიარული,
თან უკვე იმდენი ხანია რომ ზოგჯერ მგონია იქნებ უკვე თეთრიც შავად მეჩვენება?
არ ვიცი რა.