ნეტა მე როცა მახსენდები და მონატრება ტკივილისგან გულს რომ მიჩერებს,
შენ გენატრები ხოლმე ასე?
მაგარია.
კარგია რომ აღარ გცნობ ჩემად.
ამით შენ ნაკლებად გტკივა და მეც მართალი იმათთან ვინც დამრჩა
და ვისთვისაც ვცოცხლობ.
ამ ალაგ-ალაგ გულის გაჩერებას კიდე გაუძლებ.
ბლინ დრო რატომ არ კურნავს...
საშინლად გამიჯდა სხეულში ეს ყველაფერი.
ქრონიკული გაქვავებაა უკვე.
და მაინც ნაგლად რო ვსუნთქავ და ინსტიქტურად,
ვითენებ დღეებს უმეტესად ცივი და მშვიდი გონებით.
აი ამის ფენომენს ვერ ჩავწვდი
რა ფასონი ვარ ვეღარ გავიგე.
მკვდარი მსუნთქავი არსება.
3 comments:
აუ არ მოიწყინო რააა :( ყოველთვის ასე ხდება ხოლმე, გვეწვევიან პრობლემები უიმედობა და მერე ისე უცებ ისე მოულოდნელად ყველაფერი იცვლება სასიკეთოდ. არაფერი მოუგვარებელი არაა, არც გამოუვალი სიტუაციები არ არსებობს. ყოველთვისაა გამოსავალი და სასიკეთო გამოსავალი. ღმერთს ვუყვარვართ და არ გაგვწირავს :) მე ამის მჯერა. ნუ გეშინია, ზოგჯერ ცოტა სხვანაირად, ვიდრე ველით, მაგრამ ყველაფერი მოგვარდება :)
:)
დიდი მადლობა,ვცდილობ მჯერა გამოვა.
უბრალოდ მაკლიან ხოლმე ჩემები.
მშობლები ანუ.
:love: :hug:
აუ, რაც მე ბავშვობაში ამ მულტფილმზე და გამდნარ თოვლის კაცუნაზე მიტირია... არა, რატომ წყვეტენ ბავშვებს ასე გულს? ძალიან მძიმე ფილმია ბავშვისთვის :(((
იმედია, ახლა უკეთ გრძნობ თავს და მზემ გამოანათა :)
Post a Comment