.........

My photo
tbilisi, Georgia
Fuck your rules, I have mine!!!

Tuesday, December 9, 2008

"ყველაზე სულელური ტრაგიკული შემთხვევები"

დღეს იმდენი ვიცინე ერთ სტატიაზე(არადა სიკვდილზეა), ჰო და ე.ი.

"ისე ქვემოთ მოყვანილი ისტორიებიდან,ბევრი საგულისხმო მაგალითის მიღებაა შესაძლებელი:

1. 50-მდე სეირის მაყურებელი ვიეტნამელი, ქალაქ ჰოშიმინის ხიდზე შეიკრიბა,რათა თვალი ედევნებინათ ახალგაზრდა გოგოს თვითმკვლელობისთვის,რომელიც ხიდის კიდეში იდგა და სამართალდამცავები მასთან მიახლოვებას ვერ ახერხებდნენ... სამწუხაროდ ხიდმა სიმძიმეს ვერ გაუძლო და ჩაიმტვრა.ადგილზე 23 ადამიანი დაიღუპა თვითმკვლელი გოგონა კი გადარჩა.
მორალი-ნუ ჩაყოფ ცხვირს სადაც არ გეკითხებიან.

2.ნიუ-იორკის ავტომობილით გადატვირთულ ტრასაზე,ერთ-ერთ ფეხით მოსიარუე მამაკაცს მანქანა დაეჯახა,მაგრამ საბედნიეროდ არაფერი არ მოსვლია.ხო გსმენიათ ზოგიერთი ამერიკელი ინტრიგანი ადვოკატის შესახებ?ხო და ამ შემთხვევას სწორედ ასეთი ადვოკატი შეესწრო და სანამ მძღოლი მომხდარში გაერკვეოდა,მამაკაცს უცბად ჩასჩურჩულა-ისე მოიქეცი ვითმ ცუდად ხარ და დანარჩენი მე ვიციო.რაღას იზამდა ბეწვზე გადარჩენილი ფეხით მოსიარულე?-დაწვა შუა ტრასაზე და დაიწყო კრუსუნი ამ დროს კი მას სატვირთომ გადაუარა და ადგილზე მოკვდა.
მორალი-არასდროს აყვეთ ინტრიგან ადამიანებს.

3.პრაღაში მცხოვრება ვერა ჩერვაკმა ყურმოკვრით შეიტყო,რომ მის ქმარს საყვარელი ყავდა და ეჭვიანობით გაგიჟებულმა შურისძიება გადაწყვიტა-დაუყარაულდა მეუღლეს და როგორც კი სადარბაზოსთან მოსული დაინახა,მაშინვე მესამე სართულის აივნიდან გადმოხტა და ქმარს დაახტა-ერთად დავიხოცოთ შე ყურუმსაღოო!ვერა რადენიმე დღეში საავადმყოფოში მოვიდა გონს,ისე მოხდა რომ მეუღლის გასვენებასაც კი ვერ დაესწრო,არადა ამ საცოდავს საყვარელი არ ჰყოლია!
მორალი-ეჭვიანობა კლავს(უფრო ხშირად სხვას)

4.ახალგაზრდა ტანმოვარჯიშე რომელიც 18 წლის გახდა,ახლობლის სურპრიზებისგან აღბრთოვანებული საკმაოდ ძლიერად ხტუნაობდა სავარძელზე.მან უცბად მორიგ კონკურზე წარმოიდგინა თავი და თავისი საფირმო ილეთი გააკეთა და მე8 სართულის ფანჯრიდან გადავარდა.
მორალი-უაზრო ხტუნაობას თავი დაანებეთ.

5.რუსეთის ერთ-ერთ ქალაქში კომპანიის ხელმძღვანელი და მისი მდივანი ელვამ მოკლა,როცა ისინი რკინის ბოძზე მიყუდებულნი მეუღლეებს ღალატობდნენ.
მორალი-ნუ იქნებით მოღალატეები,ან სექსისითვის უფრო შესაფერისი ადგილი მოძებნეთ."

კიდე იყო რამდენიმე შემთხვევა:ერთმა თავი მოიკლა მიზეზით:"ძალიან ბედნიერი ვარ"-ო და მეშინია რამე ისევ არ გაფუჭდეს და სიკვდილით ავარიდებ ამას თავსო.

Sunday, December 7, 2008

ორშაბათი!!!

სიკვდილი შენ და ბრაზი აი ასე.

ვერ მეღირსა ერთი კვირა დღე თავისი ადრე დაწოლით,რომ დილით გათიშული არ წავიდე სამსახურში.
ეს ორშაბათიც ღამე ნათევმა უნდა ჩავფარცხო.
ჰმ ტყუილს კი არ ამბობენ ჩემი თანამშრომლები,
ორშაბათს განსაკუთრებით ვიღრინები(არც სხვა დღეებში ვაკლებ),
თან ხვალ მე ვაღებ სალონს და 9.30 იქ უნდა ვიყო.
ეუF მეტი ნუა ჩემი მტერი,შეიძლება, უკვე ლექციებ მოთავებულმა მარიმ როგორც ადრე დამასტუკა 11საათზე გაჩერებაზე იგივე მომივიდეს ეხლაც:))
ხო და წავედი დავწვე ეხლა მე.

Saturday, December 6, 2008

ისევ გიტირია ჩუმად, გიტირია შეეენთვის.......

დღეს ისეთი კარგი დღე არა უფრო ღამე იყო,ბავშვები ირგვლივ, ბევრი. საყვარლები,გაყინულები,
შიგადაშიგ ძალით ძერსკები,ცრემლიანები,მოწყენილები,სასაცილოები,მაგრამ ყველა თბილები მაინც თბილები,
ხო და წამოვედი და ნისლი საშინელი,დამპალი ნისლი,არ არის ჩემთვის უცხო,სვანეთში რომ ვისვენებდი ხშირად ყოფილა,საათობით უყურებდი ხოლმე როგორ მოძრაობდა მთაზე,ზოგჯერ ზანტად ზოგჯერ ფაცი-ფუცით, მაგრამ აქ პირველად შევეფეთე.დამპალი.....
ისე დამგრუზა უცებ მომშალა,და უეცრად გულში ბრახ და გაიხსნა ის ტკივილი რასაც ყოველი,გადმოფრქვევისას,გულმოდგინედ ვფუთავ და ისევ ვინახავ.
აუF როგორი მწარეა,როცა გადმოინთხევა ხოლმე,
ვზივარ და ვგრძნობ სხეულში,ძარღვებში სისხლის ნაცვლად თითქოს მრავალწახნაგა კრისტალების ხროვა,მოძრაობს,
რა საშინელია ვისერები და ვიშლები,შიგნიდან ვიფატრები,
და ეს ცრემლები,რა დაუმორჩილებელნი არიან,სახის ნაკვთებზე სრული ბატონობა მაქვს არ იცვლებიან,მყარად ინარჩუნებენ ერთი და იგივე გამომეტყველებას,აი ეს ცრემლები კი დაუკითხავად გამოენთებიან ხოლმე ამ შუა სხეულის ნგრევაში და მიდიიი მოდიან და მოდიან.
და ვზივარ ასე უცვლელი სახის მიმიკით და ცრემლები რაკ-რაკით მომდის,
რა სასაცილო ვარ ამ დროს,ორი რომ ვიყო, გვერდიდან შევხედავდი ჩემს თავს და გავიხეოდი სიცილით.
ეხლა კიდე ამოვიღებ და დავანთხევ ტკივილის ნაწილს ჩემს ფეხებთან, დანარჩენს ისევ შევფუთავ ამეჯერად უფრო კარგად და გულმოდგინედ.
ერთხელაც ადგება ჩემი სხეული და ამ შეფუთვას შეიწოვს,გააქრობს.
სხვა რა გზაა.
როგორ მენატრებიან,მაგრამ რაა რო?
არაფერი ვსო აღარაა,აღარ.
ხო მტკივა, მაგრამ არაუშავს გაიწოვება კეთილთვისებიანი სიმსივნესავით.

Friday, December 5, 2008

ჩათლახი ზამთარი!!!

ვერ ვიტან..
კომბოსტოსავით აფოთლილი ვარ ტანსაცმლით.
საწოლშიც კი ზემოთ გრძელმკლავიანი მაცვია (წიგნს,რომ ვკითხულობ ხელები მეყინება თუ ასე არაა)
ყინვა და თოვლში წუთში 60ჯერ დაფეხვება,ნუ ვერ დავდივარ თოვლში და ძალაა?კედელ კედელ სიარულიც არ მშველის.
ცხვირი ხო სულ წითელი მაქვს. იმხელაა სისხლი ვერ ასწრებს წვერამდე ჩასვლას შუაგზაში იყინება:)))
ხო მართლა, მართლა.
ლამის შუადღეზე ღამდება,
ხალხი ხო ისედაც დეპრესირებული, საერთოდ ჩადეპრეს ამოდეპრეს გადადეპრეს გადმოდეპრესრიებული ხდება,
და ათასი კვერცხობები.
ვერ ვიტან ზამთარს იდიოტი ეს.

Saturday, November 22, 2008

არ მესმის!!!

საერთოდ აქ ჩემი მეგოვბრების ნაწერებიდან გამომდინარე განწყობით არ ვწერ ხოლმე,
მაგრამ დღეს გამონაკლისია,
დღეს შემოვედი და ჯერ ერთის ნაწერი წავიკითხე და მერე მეორესი,პირველმა ნაწერმა "მდა"ემოცია გამოიწვია ჩემში.
მეორეს წაკითხვისითანავე ტელეფონს ვეცი,მაგრამ ვერ დავრეკე იმის გამო,რომ ნომერი ამ ახალ ტელეფონში არ მეწერა.
ხოდა რამ აღმაშფოთა ესეიგი:
როცა გაქვს ცხოვრებაში შანსი,
შექმნა რაღაც ლამაზი უაზრო შიშების გამო არ უნდა მოუღო ამ ლამაზს ბოლო,არ უნდა დაანგრიო,კი შეიძლება დაინგრეს,შეილება ეს ისევ ილუზიაა,შეიძლება კიდევ გატკინონ გული(რასაც როგორღაც გადაიტან ადამიანი),მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს,რომ უნდა დაანგრიო აშენებამდე,მიდი რა ააშენე დაინგრეს მაგის დედაც,შენ ხო მაინც აშენებ,თან ხო გჭირდება არა?ხოდა შეირგე მითუმეტეს მაშინ როცა,კარგად შენდება.ნუ დაანგრევ შენი ხელით და თუ მაინცდამაინც დაინგრა მხოლოდ მაშინ თქვი ბოლო სიტყვა ადექი და მოხვეტე ნანაგრევები,რომ ახლის შენება დაიწყო.
არ მესმის როცა,ადამიანი თავის პირადულს თვითონვე ანგრევს,ბევრი შემთხვევა ყოფილა ჩემს ირგვლივ,როცა ერთს მეორე საყვარელი ადამიაისთვის,მესამეს გამო უკრავს ხელი,მესამის "ფუF ეს რათ გინდა,შენ უკეთესი გეკუთვნის" მაგვარი სიტყვების გამო დაუკარგავს იმ მეორისადმი ინტერესი,
აფსურდია! სრული სისულელე!
ამის დედავატირე სხვა როგორ უყურებს შენს საყვარელ ადამიანს ეს როგორ უნდა მოქმედებდეს ჩემზე,არა არ მესმის,მე ჩემი თვალები მაქვს ჩემი ტვინი,ჩემი შეხედულება.მიუხედავად იმისა რომ გვერდზე არცერთხელ არ მყოლია ის ადამიანი ვისზეც უთქვამთ" კარგია",
ყველა ვინც ჩემს გვერდით. იყო ჩემს მეგობრებში აჩენდა კითხვას "ამას როგორ უყურებ?"-როგორ და ჭრელად.მე მომწონს ი ვსო!
კი ვისმენ ყოველთვის შენიშვნებს მაგრამ ეს არ მოქმედებს ჩემს აზრზე, შეხედულებებზე.
არ მესმის კიდე ხალხის ვინც ამას გადაჭრით მეუბნება ხოლმე,მითუმეტეს როცა ხედავენ რომ კარგად ვარ მათ მიერ დაწუნებულ ადამიანთან. კი გამოხატე შენი აზრი მაგრამ "ამას უნდა დაშორდეს!!!"ქვეტექსტს ნუ მისცემ.
არ მესმის თქვენი ადამიანებო ამ შემთხვევებში,არა ამ დროს მინდა გცემოთ გთხლიშოთ,გიყვიროთ რატომ ანგრევ რატომ ლეწავ,რატომ ვერ აჩერებ ენას მანამდე მაინც სანამ ეს ორი ადამიანი ხედავ,რომ კარგადაა,კი შეიძლება შენთვის ფუF არის მაგრამ ყველას თავისი ხვედრი აქვს ამ ცხოვრებაში.
არ მესმის არა.
მოდით რა ვაშენოთ მითუმეტეს როცა ამის შანსი გვაქვს,თუ დაინგრა ის მაინც გვექნება სათქმელი, რომ არა მე არ შემიწყვია ამისთვის ხელი.
არ ვიცი მე ამ პრინციპით
ვცხოვრობ,
ვმეგობრობ,
მიყვარს,
პირადულს რაც შეეხება.აქ მე ვარ მთავარი,მე ვქმნი,მე ვირჩევ,მე ვიწყებ და თუ საჭიროა ვამთავრებ კიდეც,მაგრამ ისე რომ ამით ამ ადამიანს არ ვტკენ.ნუ ყოველშემთხვევაში სხვების დასანახად არ ვაიასნებ,იმიტომ რომ ამ ყველაფერს ჩემთვის ვაკეთებ.
დედა ჩემი სიკვდილი ბლოგი აყლავებს,ნუ სხვანაირად როგორ შეიძლება ავხსნა?
აუF რამხელა ემოცია გამოიწვია აქ წაკითხულმა ჩემში.
არა არა გამიჭედავს და ეგაა.
წავედი დავწექი........

Tuesday, November 18, 2008

მედალს ყოველთვის ორი მხარე არ ააქვს!!!

...ზოგჯერ,მიუხედავად იმისა რომ ხარ რეალისტი,ეგუები ყველაფერ ცუდს.
რაც არ უნდა საშინელება მოხდეს,ტრაგედიად არ აღიქვამ და კარგს მაინც პოულობ და მარტო კარგს უყურებ, ცდილობ თვალი დახუჭო,მომხდარის ცუდ მხარეზე.მიუხედავად ბრძოლისა,გამძლეობისა და არ შემჩნევისა.არის ცხოვრებაში მომენტები,როცა ვეღარ ხედავ კარგს,
იმიტომ კი არა, რომ არ გინდა დაინახო და არ ცდილობ.
უბრალოდ იმიტომ, რომ არ არის...მედალს ყოველთვის ორი მხარე არააქვს არა!!!
დამენგრა,ძალიან დიდი ხნის რეალობა 1 და 2 წლის კი არა 20 წლის რეალობა დამენგრა,
სახლი, რომ ინგრევა ნანგრევები ხომ მაინც რჩება,
აქ კიდევ ნანგრევებიც ინგრევა ეხლა,
და მის ადგილზე ახალი ძალიან მაღალი კედელი იმართება,მაგრამ მე გარეთ ვრჩები,ის ჩემი აღარაა და იმ ჩემი
სახლის ნაწილები,ზოგი კედელს იქით მრჩება,
მტკივა!!!
ჩემი...მათი დანაწევრება....
ვეღარ ავშენდებით ერთად,ეს კედელი სამუდამოდ დაგვაშორებს...
მე კიდე ვდგავარ,ჩუმად ხმის ამოღების უფლებაც არ მაქვს,ვდგავარ და უყურებ როგორ შენდება ჩემს ნასახლარზე,სხვა.
ვერაფერს ვაკეთებ.
ვერ ვანგრევ არ შემიძლია,განა იმიტომ რომ ძალა არ მაქვს ძალა მაქვს თან იმხელა ზიზღით და სიბრაზით სავსე,რომ ერთი ხელის წაკვრით შემიძლია დავლეწო ის ჩემი წარსულის დამანგრეველი.
რაც ერთხელ უკვე გავაკეთე და შედეგი არ მოიტანა. მარტო სისხლში გასვრილი ხელები შემრჩა,
ამიტომ ეხლა ვდგავარ ჩუმად და ვუყურებ როგორ ესმევა ყველაფერს წერტილი.
დრო თავის ადგილს მიუჩენს ყველას,
ღმერთი დაარქმევს ყველაფერს თავის სახელს,
კი ამის იმედად დარჩენა მარტო შემიძლია,მე ყველაფერი გავაკეთე,გადავაჭარბე კიდეც რაც არ უნდა მექნა.
თავიდანვე უნდა გავჩუმებულიყავი,მაგრამ ვერ შევძელი,იმედი მქონდა რომ გამოვიდოდა.
არადა ჩემთვის სიჩუმე და გაუნძრევლად ყოფნა სიკვდილის ტოლფასია,მაგრამ ამასაც ხო უნდა მოუღო ბოლო ვისწავლო გაჩუმება,ხო და ეხლა სიჩუმეს ვეგუები.
როგორ მინდა 1 წლის მერე რა იქნება,როგორ ვიქნები ცალი თვალით დამანახა,
წინასწარ რომ გავიგო ღირს თუ არა ამდენ ტკივილად ეს ყველაფერი,მაგრამ ვერ გავიგებ და ისევ უნდა გავაგრძელო ჩემთვის მიუღებელი სიჩუმით ყოფნა სანამ თავისით არ დალაგდება ყველაფერი.
ძნელია, მაგრამ შევძლებ!

Sunday, November 16, 2008

დაიწყო!!!

ხვალიდან სამსახურში ვბრუნდები.

ხო და...
მშვიდობით -ლოგინო (უკვე დილის ცხრიდან),
მშვიდობით -დაბალქუსლიანო ფეხსაცმელო,
მშვიდობით -უსაქმურობავ.
ხო და...

გამარჯობა- ძილის უკმარისობავ,
გამარჯობა -დაღლილობავ,
გამარჯობა-ნერვულო აშლილობავ.
გამაჯობა-ჩემო აუტანელო სამსახურო,
გამარჯობა-თანამშრომლებო(დაგაჯდათ სიკვდილის ბუზი)

who's here?

classic

Followers

^^