ჩემო საბრალო მარტოობავ! გაშორეულდა ყველა... ყველა ნისლში ჩაქრა... შენ ერთი დამრჩი... არა! სულაც არ ნიშნავს მარტოობა მარტო დარჩენას, ათასი ვინმე შეიძლება გეხვიოს ირგვლივ და მარტო იყო... ხშირად მეც ხალხში გარეულს წამომდგომიხარ: თვალს შემავლებდი, შემიცოდებდი და ქანც მილეულს-სახლისაკენ წამომათრევდი. რა ერთგული ხარ მარტოობავ რა უღალატო! ჩემო საბრალო მარტოობავ! აწი არსად არ გაგექცევი...
მესამე კურსზე საბუთები დაუსწრებელზე გადავიტანე ლექციები ისედაც მიცდებოდა და 2 წლიანი "სტუდენტობა" მობეზრებული მქონდა.ვეცი სამსახურს და დაუსწრებლის ლექციები როცა დაიწყო საშინლად მეზარებოდა, ახალი ბავშვების ატანა . მოკლედ პირველ ლექციაზე უჟმური სახით შევედი, უკანა ადგილისკენ დავაწექი... გზად ვიღაც ბიჭის გაკრეჭილ სახეს წავაწყდი და რა თქმა უნდა ყურადღება არ მივაქციე ჩაუარე. "ეხლა ესღა მაკლდა" ფიქრით :))) შესვენებაზე ეგრევე გარეთ გავედი მოსაწევად ვცდილობდი ზედმეტი საუბრები თავიდან ამეცილებინა. როცა მოვბრუნდი 2 ტიპი მეცა შენ ქალდანი ხარო?.. მეთქი კი... ჩვენც სვანები ვართ და რომ მითხრეს გვარები რა თქმა უნდა ნათესავები აღმოჩდნენ და გავიღიმე. ამ დროს იმ ზემოთ ხსენებულმა გაკრეჭილმა გამოყო თავი და მე სვანი არ ვარ მაგრამ შეიზლება ძმობა შემოგფიცოო?:))) რა თქმა უნდა ამის მერე ძალიან შემიყვარდა:))
ილია ერთადერთი ჯგუფელი იყო ვისაც ჩემს გარდა ყოველთვის ქონდა კონსპექტები. ვინც ჩემთან ერთად დასდევდა ლექტორებს თუ საჭირო ხდებოდა. მერე ყველას უყვებოდა თუ როგორ ვაჩმორებდი მეგრელ ლექტორებს :D რომელიც ყველას გვიხაროდა და მის გარეშე ვერ წარმოგვედგინა ჯგუფი.
სულ იცინოდა. სულ ხუმრობდა.
მეოთხე კურსზე რო მივედით სულ სხვა ილია დაგხვდა თავის გადაპარსვის მიზეზს არ გვეუბნებოდა მერე ძლივს ამოღერღა სიმსივნე მაქვს და მესამე ხიმიას ვიკეთებო. ყველას სახე შეეცვლა ჩემს გარდა მე რა თქმა უნდა შევაგინე :)) და მერე რა მოხდა დიდი ამბავი გადაიტანთქო... და ამ თემაზე ავკრძალეთ ლაპარაკი... მართლაც მეორე სემესტრის ბოლოს ისევ ფორმაში ჩადგა ექიმებმა დადებითი პასუხები დაუდეს და სიმსივნემ კლება დაიწყო. ჩუმად საშინლად მეშინოდა იშვიათად ურეკავდი. წელს ახალი წელი არ მომილოცა არც მიმიქცევია დიდად ყურადღება. მე კიდე არავის არ ულოცავ როგორც წესი მეზარება. ხო და ...... 20 წუთის შუალედით 2 ჩემი ჯგუფელის სმსი მომივიდა ილია აღარ გვყავსო... დიდი ხანია არ მიტირია ვერც ვტირივარ უბრალოდ ვკიოდი ეს იყო და ეს :((((( ასეთი ადამიანები არ უნდა მიკვდებოდნენ :((( ძალიან უსამართლობაა.... ფიქრები იმის შესახებ რომ ნეტა არ ვიცნობდე ამდენ ადამიანს რომ ასეთი ტკივილები ავიცილო, რომ ასე მაინც დავემალო ამ საშინელ გრძნობას.... რა თქმა უნდა სისულელეა. გამივლის და მაინც ეხლა მტკივა... :/ წინა დღეს ლეომ მკითხა შენ სულ ცუდ ამბებზე რატომ გირეკავენ არ გინდა ტელეფონი გადააგდოო? არც ესაა გამოსავალი გამოსავალი ისევ სუნთქვის გაგრძელებაა,მიუხედავად იმისა რომ უფრო და უფრო მძიმე ხდება ზოგჯერ. მე სიცოცხლის მიზეზად მარტო ის მყოფნის რომ ჩემს ახლობელ ადამიანებს იგივე ტკივილი არ უნდა მივაყენო რასაც მე უკვე მერამდენედ განვიცდი?... არ მინდა დავთვალო.... მოკლედ ვცოცხლობ და ვიხსენებ ღიმილით ნუ ვცდილობ მაინც.....
შენ მოწყენილი ხარ? რაღაც არ მოგწონს,ვიღაც გენატრება,უკმაყოფილო ხარ, ან გული გატკინეს,მეტის ღირსი ხარ და არ გეღირსა :D კიდე ბევრი მიზეზია რაც გაწუხებს შენ! მე! იმას! ბევრს! ან ყველას....
ხო და რა მინდა გითხრა: დებილი ხარ :D კი მართლა დებილი ხარ, იმიტომ რომ შენ ცოცხლობ, ჯანმრთელი ხარ და გაქვს დრო რომ ყველაფერი გამოასწორო. კი ცხოვრება მართლა დამპალია თუნდაც მარტო იმიტომ, რომ გუშინ გავიგე, ჩემი მეგობრის ამბავი რომელსაც თითქმის დღეები აქვს დათვლილი და მან ეს კარგად იცის, მიუხედავად ამისა მშვიდადაა, ბედნიერია და სჯერა რომ უკეთ გახდება და კიდე იცოცხლებს თავის ქმართან და შვილთან ერთად. მეც მჯერა რომ გამოკეთდება იმედი არ მაქვს მჯერა. იმიტომ რომ ეს ადამოანი ღირსია ცხოვრების. შენც ღირსი ხარ! მეც და ყველა ღირსია. ხო და გავანძრიოთ ერთი ადგილი და დავტკბეთ ცხოვრებით. ისედაც არ ვარ დეპრესიული მაგრამ ასეთი შემთხვევები უფრო მასწავლის რომ არ უნდა ვიფამფალო. მიუხედავად ყველაფრისა I'm feeling good!!!
ხო და ასე მემკვიდრეობით გამომყვა ეს ოხერი და უკვე მეორედ შემომასკდა, რომ მივხვდი რომ სისხლისგან ვიცლებოდი კეთილი ვინებე და წავედი ანალიზებზე. დროულად მიუსწარი პირველი გასკდომისგან განსხვავებით სისხლი ჯერ კიდე იყო ორგანიზმში. ხოდა მეგუნას და ანის ზეწოლით და ანის მამის დახმარებით(მადლობა მას :) ) დავჯექი (დიეტაზე მაგის დდშვც) 5დღე წოლითი რეჟიმიც ჩაუფინე და ნემსები და გადასხმებიც ჩაურტყიიიი. ნუ რა ეხლა გუშინ მოვრჩი გადასხმებს და აშკარად უკეთ ვარ. ნუ ჯერ კიდე ვბანცალებ მაგრამ მაინც. საშინელებაა დიეტა:( ყველაზე მეტან ამას ვერ ვიტან ძალიან მიჭირს სახე მეხევა ისე მშია. ვასკდები პიურეს და მოხარშულ ქათამს მაგრამ მაინც მშია სულ მშია. ჩემი და დამცინის წამალს რომ დავლევ წუთებს ვითვლი და ეგრევე საჭმელს ვიყრი. ნუ თუ ამ ქალაჩუნობას საჭმელი ქვია ძარღვებში სისხლი კი არა პიურე მიჩქეფს უკვე :( გასტროსკოპია გაიკეთეო... კაია სათქმელად ვისაც ის საშინელება გაუკეთებია ის გამიგებს. პირველად რომ ჩამთხარეს ის ნაგავი მილი პირში 5 კაცი მაკავებდა ისეთი შეგრძნებაა თითქოს დიდი ხელი გიძვრება პირში ქუსლებამდე და უკუღმა გატრიალებს :D ცოტა მოვმჯობინდები და მერე წავალ ალბათ. ეხლა კიდე მშია :( ხინკალი მშია:( შემწვარი ხორცი მშია:( შოკოლადი მშია და ყველაფერი მშია :(
ჩემი ყოფილი ვნახე 2 მაგარი მუ კი არა და გოგო აჭენებდა. ცირკი ცირკი მერე ეს დაუნი ადგა და დაიწყო მოყოლა თუ როგორ გიჟდებოდა ჩემზე. როგორი ლამაზი და საყვარელი ვარ და რომ ცუდათ ხდება რომ მიყურებს ისე ვენატრები :D თან იმხელა ხმაზე მარტო ის გოგოები კი არ დაიბნენ მთელი ყავის სახლი მოტრიალდა და ელოდებოდა მოვლენების შემდგომი განვითარებას(რაც გამოიწვია იმან რომ ამ დაუნმა მანამდეც სანამ მივიდოდი იმ 1 წუთში იმის ხმამაღლა მოყოლაც მოასწრო როგორი სიტყვებით "სადაც გნახავ იქ დაგკლავ"დავშორდი)
დიდი მადლობა მეგუნას და ანის რომ დროულად მოახდინეს ჩემი ლიკვიდაცია, შემთხვევის ადგილიდან და მე მარტო ცინიკური ღიმილი და 2 სიტყვის თქმა მოვასწარი, მერე რა რომ იმ ერთ წუთში როცა ეს გამოცხადდა ჩემი გაფრთხილება ვერ მოასწრეს... ეხლა მეცინება,და კედელზე ნარტყამი მუშტიც აღარ მტკივა :D
რამ გამახსენა ეხლა ეს სირი სიმღერა, ნეტა მე როცა მახსენდები და მონატრება ტკივილისგან გულს რომ მიჩერებს, შენ გენატრები ხოლმე ასე?
არა ახალი ცხოვრება გაქვს თან ახალი შემადგენლობით. მაგარია. კარგია რომ აღარ გცნობ ჩემად. ამით შენ ნაკლებად გტკივა და მეც მართალი იმათთან ვინც დამრჩა და ვისთვისაც ვცოცხლობ. ამ ალაგ-ალაგ გულის გაჩერებას კიდე გაუძლებ. ბლინ დრო რატომ არ კურნავს... საშინლად გამიჯდა სხეულში ეს ყველაფერი. ქრონიკული გაქვავებაა უკვე. და მაინც ნაგლად რო ვსუნთქავ და ინსტიქტურად, ვითენებ დღეებს უმეტესად ცივი და მშვიდი გონებით. აი ამის ფენომენს ვერ ჩავწვდი რა ფასონი ვარ ვეღარ გავიგე. მკვდარი მსუნთქავი არსება.