.........

My photo
tbilisi, Georgia
Fuck your rules, I have mine!!!

Tuesday, February 3, 2009

ZERO


ემოცია-0

სიტვები-0

ფიქრები-0


სიხარული-0

გრძნობები-0

ხალისი-0

სურვილი-0

ძილი-0

მშობლები-0

გავნულდი ყველგან და ყველაფერში.

ბოლო დღეებში საბოლოოდ.

მშვენიერია...

თავიდან დავიწებ!!!

Tuesday, January 27, 2009

უფრო ბედნიერი......

ქუჩაში ჩამწკრივებული დგანან ტაქსები,ერთი მყავს ამოჩემებული,დანგრეული შესტი ყავს,ჭაღარა მოხუცი ბაბუაა,გვერდით აუვლი ხოლმე იმ ზიპინა ტაქსებს და ღიმილით ვხტები ამ დაშლილ ტაქსში.
ისე საყვარლად მეტიტინება ხოლმე,თავის ამბებს მიყვება:)
ბოლოს ძალიან უცნაური ნუ ჩემთვის დამთხვევებით სავსე დიალოგი გვქონდა....
-როგორახარ შვილო?
-კარგად თქვენ?
-რავი შვილო,როგორ ვიქნები დღეს პირველი კლიენტი ხარ...გარეთ ცივა ხო?
-კი ცოტა..
-გინდა "პლიტა" ჩაგირთო?გათბები ცოტას.
ძალაუნებურად გამეცინა საერთოდ ფეჩს ამბობენ და უცებ "პლიტა",
-არა გმადლობთ არ მინდა( უცებ შუქის გადასახადის ეკონომიას გაწევსთქო ვიფიქრე ალბათ პლიტის ჩართვის ამბავში:D,არ ვიცი რატომ უთხარი ასე... აშკარად მციოდა)
-ჩაგირთავ შვილო რატო არ გინდა?
-კარგით ჩართეთ პლიტა.(სიტყვა უკან წავიღე.)
-ეხლა სად იყავი შვილო ასე გვიან მორჩი სამსახურს?
-არა მეგობრებთან გავედი სამსახურის მერე.
-ხო მშვიდობაა?
-კი! კი!
-ის მეგობარი როგორ გყავს?
-რომელი?
-აი ძმა რომ დაეღუპა,გვიან რომ ამყავდი სახლში(ორი წლის წინანდელი ამბავი ახსოვდა)
-ძალიან კარგად გათხოვდა და შვილი ყავს უკვე:)ბედნიერია.
-შენც მალე ბედნიერი იქნები.
-ბედნიერი ვარ მეც.
გაეცინა უნდა იყო აბა რაო,მაგრამ მალე უფრო ბედნიერი იქნებიო.
-ჭიშკარი ხომ არ შეგიღებავს?
-არა ისევ შავია.(პირველად რომ ამიყვანა სახლში და შავ ჭიშკართან გავაჩერებინე,არ ესიამოვნა მამაშენს უთხარი შეღებოსო,მეთქი ჩემი შეღებილია,მაშინ შენ შეღებეო.)
-შევღებავ გაზაფხულზე აუცილებლად..
-ხო შვილო შეღებე შეღებე.
არ ვიცი ჭიშკარს რა ფერად შევღებავ შავად შეღებვა მინდოდა ძალიან ოჯახში სერიოზულად დავცხეთ მაგის გამო მამამ: მაშინ შენ თვითონ შეღებეო,შევღებე კიდეც.
ისიც არ ვიცი ბედნიერება რა ფერია,რას გავს... რას წარმოადგენს... მაგრამ,ვიქნები ალბათ ან არ ვიქნები,არ ვიცი,მე იმითაც მშვენივრად ვგრძნობ თავს რაც მაქვს და რაც არ მაქვს.
ანუ ჭიშკრის შეღებვა გარანტირებულია,ფერიც გაირკვევა,
აი ცხოვრების არ ვიცი.
შავი უხდება ძალიან ჯერ და სხვა ფერები ქაოსს გამოიწვევს უფრო ბედნიერებაც ზედმეტია:D


:user:

Thursday, January 22, 2009

აბა ვინმესთვის ხო უნდა მიმეძღვნა!!!



ძალიან მიყვარს ეს ლექსი,გამიხარდა რომ აღმოვაჩინე
და მთელი გულით უძღვნი ჩემს ძაღლებს:D




Friday, January 2, 2009

....რატი....

.................................................................



.............
.............................................
............................................
.............................................
.............................................
...............................................
...............................................

.......................................................
....................................................
..............................................

........................................
.....................................

Saturday, December 20, 2008

ცხოვრების შავ ხაზს თეთრი მოსდევს!!!

მაშინ ადრე როცა ძალიან მტკიოდა,ჩემს ირგვლივ მყოფი ადამიანების შეცვლა,
დაკარგვა,განშორება,განვიცდიდი ყველაფერს,
მერე...
ჩავეჭიდე ორი აზრს.

1)ყოველთვის უნდა ვიყო მზად ცუდისთვის შევეგუო მას,მოვირგო ისე რომ არ მეტკინოს ძალიან.
თუ კარგით შეიცვლება კაი,მაგრამ თუ ეს ცუდი მოვლენები არ გამოკეთდება უკვე შეგუებული ვიქნები.

შევძელი ეს და უემოციოდ ვხვდები ყველაფერ ცუდს,არ მიკვირს და მის მორგებას ვცდილობ.

2)ღმერთი არ გვიგზავნის იმაზე მეტ განსაცდელს, რომლის გადალახვაც ჩვენ არ შეგვიძლია.
ხო და ვლახავ იმ ფიქრით, რომ მე ეს შემიძლია.გამომდის კიდეც.

მაგრამ ბოლო 1წელიწადია ვგრძნობ რომ ვკარგავ ჩემს თავს,ვიცვლები,უემოციო ვხდები,
აღარ მაქვს განცდის მომენტები,თუ არ ჩავთვლით მაქსიმუმ ერთ დღიან გათიშვებს,
ადრე ეს წლობით მქონდა განვიცდიდი, ვტიროდი,
მერე თვეებად გადაიქცა წლობით ცუდათ ყოფნა,თვეები კვირებმა შეცვალა,
ეხლა კიდე 1დღიანი განცდა და ვსო,ვეღარ ვქაჩავ მეტს.
ყველზე მეტად მიყვარს იმაზე ფიქრი რომ როცა ცუდი ხდება ეს უკეთესობისკენ ხდება,
ლამისაა ამერიოს უკვე რომელი მოვლენაა ჩემს ცხოვრებაში ცუდი და რომელი კარგი,
თუმცა რა მნიშვნელობა აქვს აშკარაა,რომ რაც არ უნდა იფართხალო მოსახდენი მაინც ხდება.
უბრალოდ ცუდშიც ვეძებ პლიუსებს,თორემ ვეღარ შევძლებდი სუნთქვას.
გამეწელა ძალიან შავ ხაზზე სიარული,
თან უკვე იმდენი ხანია რომ ზოგჯერ მგონია იქნებ უკვე თეთრიც შავად მეჩვენება?
არ ვიცი რა.

Sunday, December 14, 2008

მენატრებით......

თითქოს იგივეა ყველაფერი,ქალაქი,ქუჩა,სახლი, მე.
თითქოს არაფერი შეცვლილა,
თენდება,
ღამდება, დავდივარ,
ვცოცხლობ, ვიცინი.
მაგრამ.....
თითო მოძრაობაში, სიცილში, ლაპარაკში, სიცარიელეს ვგრძნობ.
დიდს და შავს,არ მანებებს თავს არ ივსება, პირიქით ცდილობს გაიზარდოს და მთლიანად დამაცარიელოს.
როცა საღამოს იგივე სახლისკენ,იგივე აღმართით და იგივე დიდი ნაბიჯებით ავდივარ,
ისე ჩამავლებს ხოლმე ტკივილი ხელს,ისე რომ კივილი მინდა,სისხლი მეყინება,
სახლი კი იგივეა,მაგრამ უთქვენოდ.
ამ აღმართზე თითქმის ყოველთვის მარტო ვრჩები,ადრეც ასე იყო მაგრამ,მაშინ მასზე ასვლა ისეთი შეუმჩნეველად იოლი იყო.ეხლა რომ ვფიქრობ მიკვირს.
ახლა ისე მიჭირს თითო ნაბიჯის გადადგმა, ისეთი ძნელია,მაგრამ მაინც ავდივარ,მაინც....
ჩემთვის არა.... შენთვის!!! და შენთვის!!! არ გიკარებ მაგრამ შენთვისაც:(((

თორემ მე დიდი ხანია მომბეზდა სიარული,აღარ მიზიდავს,

მაგრამ ამის დრო არ მაქვს ეხლა,
ვივლი ისევ დიდი ნაბიჯებით!!!
მერე რა რომ ყოველდღე უფრო ძნელია,
მაინც გამომდის.
ბოლომდე ასე ვიქნები.
ნუ ერთი... ორი.. ან სამი შტრიხია დარჩენილი და ამ ცვლილებებსაც ჩავიცმევ და მოვირგებ ტანზე.
დორა საჭირო.
ხო და დავდივარ! დავდივარ! დავდივარ!

Wednesday, December 10, 2008

შიზოფრენიის საამაყო გამოვლინება!!!

ფსიქოლოგების აზრით შინაური ცხოველების ძაღლების კატების მოყვარული ადამიანები თურმე,
შიზოფრენიის ცალკე ჯგუფს მიეკუთვნებიან.
ხო და სიამაყით ვარ ამ ცალკე ჯგუფის აქტიური წარმომადგენელი :bis:
ძალიან მიყვარს ჩემი სიხარულები ძალიან.
ოთხი მყავს:D
ჩემი ლორდი ჩემი თავგასიებული ვირი :love:
ტრაკი აქვს განსაკუთრებით სექსუალური:D

ჩემი ლილუ ჩემი პრანჭია,უყვარს სტაფილო,პომიდორი,შოკოლადი,დიდი სიამოვნებით ღეჭავს კევს(სანამ გემო არ გაუვა)

ა ჰო უყვარს მთვრალი კაცივით ხვრინვა ძილის დროს და ბანაობა:)

ჩემი ბუ პატარა კაცი:)მარიამმა იატაკის ტილო დაარქვა:)ერთი პერიოდი თვალი დაუზიანდა:( და გასიებული ჰქონდა,მაგ დროს ჩემი და ბურჩხულას ეძახდა:)

ლილუს ლეკუჩიები მყავს ეხლა,ამჯერად ორი დაიბადა ვენაცვალე მაგათ,წინა თაობებიც საყვარლები იყვნენ:)




ა უი ჩემი კატა რომელიც მიუხედავად იმისა რომ მამრია, ქეთი დავარქვი. ჩემი დის დაქალს გავს და იმიტომ:))), როცა კაცობს კიდე ზურიკოს ვეძახი:)
პერიოდულად ლილუს ლეკვების ძიძაა და მათ უვლის მათთან ერთად წევს, ლილუ როცა დაბორიალობს,ნუ მანამდე სანამ ლეკვები დედის ძუძუს ძებნაში ქეთის ყვერებს არ წაეტანებიან ხოლმე,ბუზრუნით გადმოხტება ყუთიდან და გარბის ამ დორს,აი მაშინაა სუფთა ზურიკო:)))

ძალიან საყვარლები არიან და სულ არ მადარდებს რომ ბევრი მყავს,რომ ჩვენზე მეტს ჭამენ უბრალოდ მიყვარან ბევრს ვეხუტები, ვეფერები, ი ვსო სულ არ მეზარება მათი მოვლა და პეკინესების თმებისგან სახლის წმენდა.

who's here?

classic

Followers

^^