
მაგრამ დღეს გამონაკლისია,
დღეს შემოვედი და ჯერ ერთის ნაწერი წავიკითხე და მერე მეორესი,პირველმა ნაწერმა "მდა"ემოცია გამოიწვია ჩემში.
მეორეს წაკითხვისითანავე ტელეფონს ვეცი,მაგრამ ვერ დავრეკე იმის გამო,რომ ნომერი ამ ახალ ტელეფონში არ მეწერა.
ხოდა რამ აღმაშფოთა ესეიგი:
როცა გაქვს ცხოვრებაში შანსი,
შექმნა რაღაც ლამაზი უაზრო შიშების გამო არ უნდა მოუღო ამ ლამაზს ბოლო,არ უნდა დაანგრიო,კი შეიძლება დაინგრეს,შეილება ეს ისევ ილუზიაა,შეიძლება კიდევ გატკინონ გული(რასაც როგორღაც გადაიტან ადამიანი),მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს,რომ უნდა დაანგრიო აშენებამდე,მიდი რა ააშენე დაინგრეს მაგის დედაც,შენ ხო მაინც აშენებ,თან ხო გჭირდება არა?ხოდა შეირგე მითუმეტეს მაშინ როცა,კარგად შენდება.

არ მესმის როცა,ადამიანი თავის პირადულს თვითონვე ანგრევს,ბევრი შემთხვევა ყოფილა ჩემს ირგვლივ,როცა ერთს მეორე საყვარელი ადამიაისთვის,მესამეს გამო უკრავს ხელი,მესამის "ფუF ეს რათ გინდა,შენ უკეთესი გეკუთვნის" მაგვარი სიტყვების გამო დაუკარგავს იმ მეორისადმი ინტერესი,
აფსურდია! სრული სისულელე!
ამის დედავატირე სხვა როგორ უყურებს შენს საყვარელ ადამიანს ეს როგორ უნდა მოქმედებდეს ჩემზე,არა არ მესმის,მე ჩემი თვალები მაქვს ჩემი ტვინი,ჩემი შეხედულება.

ყველა ვინც ჩემს გვერდით. იყო ჩემს მეგობრებში აჩენდა კითხვას "ამას როგორ უყურებ?"-როგორ და ჭრელად.მე მომწონს ი ვსო!
კი ვისმენ ყოველთვის შენიშვნებს მაგრამ ეს არ მოქმედებს ჩემს აზრზე, შეხედულებებზე.
არ მესმის კიდე ხალხის ვინც ამას გადაჭრით მეუბნება ხოლმე,მითუმეტეს როცა ხედავენ რომ კარგად ვარ მათ მიერ დაწუნებულ ადამიანთან. კი გამოხატე შენი აზრი მაგრამ "ამას უნდა დაშორდეს!!!"ქვეტექსტს ნუ მისცემ.
არ მესმის თქვენი ადამიანებო ამ შემთხვევებში,არა ამ დროს მინდა გცემოთ გთხლიშოთ,გიყვიროთ რატომ ანგრევ რატომ ლეწავ,რატომ ვერ აჩერებ ენას მანამდე მაინც სანამ ეს ორი ადამიანი ხედავ,რომ კარგადაა,კი შეიძლება შენთვის ფუF არის მაგრამ ყველას თავისი ხვედრი აქვს ამ ცხოვრებაში.
არ მესმის არა.
მოდით რა ვაშენოთ მითუმეტეს როცა ამის შანსი გვაქვს,თუ დაინგრა ის მაინც გვექნება სათქმელი, რომ არა მე არ შემიწყვია ამისთვის ხელი.
არ ვიცი მე ამ პრინციპით
ვცხოვრობ,
ვმეგობრობ,
მიყვარს,
პირადულს რაც შეეხება.აქ მე ვარ მთავარი,მე ვქმნი,მე ვირჩევ,მე ვიწყებ და თუ საჭიროა ვამთავრებ კიდეც,მაგრამ ისე რომ ამით ამ ადამიანს არ ვტკენ.ნუ ყოველშემთხვევაში სხვების დასანახად არ ვაიასნებ,იმიტომ რომ ამ ყველაფერს ჩემთვის ვაკეთებ.
დედა ჩემი სიკვდილი ბლოგი აყლავებს,ნუ სხვანაირად როგორ შეიძლება ავხსნა?

აუF რამხელა ემოცია გამოიწვია აქ წაკითხულმა ჩემში.
არა არა გამიჭედავს და ეგაა.
წავედი დავწექი........