.........

My photo
tbilisi, Georgia
Fuck your rules, I have mine!!!

Saturday, November 1, 2008

სიზარმაცე მეცა............


დღეს სიზარმაცის უმაღლეს მწვერვალზე,აღმოვაჩინე ჩემი თავი,
როცა გავიღვიძე,არადა სიმაღლის შიში მაქვს...
მეზარება, ეს, ის, შენ,
მეზარება ხვალ, ნიშნობაზე წასვლა.თან მეჯვარის სტატუსი მაქვს არტყმული,
ჩემი ბავშვობის ტერიტორიაზე მომიწვს ისევ სიარული, იმ ქუჩებში ადრე მსუბუქად დავცანცარებდი, არ მქონდა საფიქრალი,ჩემები მყავდნენ გვერდით.ეხლა კიდე...
როგორ მეზარება....
სასიძოს გაცნობა,
ღიმილი,
ირგვლივ ბევრი ძველი ნაცნობი,რომელთა დანახვა ადრე კი არ მეზარებოდა, მიხაროდა.
მათ თვალებში გაჩენილი უამრავი შეკითხვა,
რომლებსაც პასუხ გაუცემელს დავტოვებ.
აუუუუ მეზარება ძალიან.
დღეს ჩემს თავს სიზარმაცის ოქროს მედლით ვაჯილდოვებ. :bis: 

2 comments:

თაკა said...

chemi naxva tu ar gezareba 8stvis gavidet sadme ra :MO:

Summer said...

mecnoba situacia :) gushin viyavi igive dgeshi :)

who's here?

classic

Followers

^^