.........

My photo
tbilisi, Georgia
Fuck your rules, I have mine!!!

Sunday, November 2, 2008

ხშირად........


დღეს ისე დავდიოდი,
გვერდზე გახედვის მეშინოდა,
იქ ყველა კუთხე, ყველა ადგილი,ისეთი ნაცნობია ჩემთვის,
თვალდახუჭული შემიძლია ვიარო და არაფერს შევასკდე,
დღეს კიდე........
ყველაფერში ჩემს ბავშვობას ვხედავდი,
ქუჩა რომელსაც 11 წელი ყოველდილით ნახევრად მძინარე,მიუყვებოდი სკოლისკენ,
ჩემის სახლი რომელშიც ეხლა უცხო ადამიანები ცხოვრობენ,
ჩემი ხის ფანჯრები,საშინლად შეუღებიათ,
ადგილები სადაც, სადაც............
ყოველ ნაბიჯზე ნაცნობი სახეები,ყველას
თავაზიანი ღიმილით ვიშორებდი, სირბილით ავედი მეგობრის სახლში,სადაც ნაკლებად თუ ეცალა ვინმეს ჩემს მოსაკითხად,ჩუმად ვედექი ჩემს დაქალს გვერდით,ჩუმად ხმას არ ვიღებდი.
ერთი ორჯერ მაინც გადმომწვდნენ,მკითხეს ის რაზეც პასუხს არ ვიძლევი,რაც არ მინდა რომ მკითხონ,
როცა მოვდიოდი,თამუნია ჩამეხუტა და მადლობა გვერდით,რომ მედექიო:)))
პირდაპირი გაგებით გვერდში ვედექი,მარტო ვედექი მუნჯივით.
რაც უფრო ვშორდებოდი იმ ადგილებს მით უფრო მსუბუქი ხდებოდა ჰაერი.
როგორ მინდა სამუდამოდ ზურგი შევაქციო და აღარ მომიწიოს იქით გახედვა,
მაგრამ ადამიანი თავის წარსულიდან ვერაფერს შლის,
უბრალოდ ის რაც წასაშლელია უნდა შეგუო და მასთან ერთად ისწავლო ცხოვრება.
სხვა გზა არაა.
 აწი არ ავარიდებ იქაურობას თავს,ხშირად ჩავალ........

No comments:

who's here?

classic

Followers

^^