დღეს პატარა სესილია დაიბადა,
უსაყვარლესი პაწუკა კნობკა,ბუთქუშა ლოყებით,
ძალიან ბედნიერი ვარ:)
სადაქალოში პირველი ბავშვია.
ისეთი მოპრუწკნული ტუჩუკები ჰქონდა,პააატალა პატალა ხელუკები :love:
არადა პალატაში,რომ შევედი(ნუ მანამდე რათქმაუნდა დავიკარგე პალატებს შორის,
ხან ვის შეუვარდი ხან ვის, ძლივს მივაგენი)
პირველი ჩემს დაქალს ვეცი ძალიან შევშინდი მისი გაფითრებული სახე რომ ვნახე,
მაგრამ სესის როგორც კი მოვკარი თვალი ვის ახსოვდა დაქალი,
ყველაფერი დამავიწყდა ამ ქვეყნად:love:
მიუხედავად იმისა რომ დღეს სულ გადარბენაზე ვიყავი,
ამ ანგელოზის ნახვამ, ჩემთვის უჩვეულო ყურებამდე გახეული ღიმილი ამაკრა სიფათზე(ეხლაც ვერ ვიშორებ)
ბედნიერი დღე იყო....
ხვალაც ვნახაავ:jump:
3 comments:
sayvareliiii..
janmrteli da bednieri gogo gaizardos
auu
ra magariaaaa
:love:
gmertma bendieri gogo gazardos :)
Post a Comment