მომათქმევინე სული ცოტა ხნით ღმერთო!
ჩემს ფარხმალს დავეყრდნობი,
გავირინდები:
ოფლით დაცვარულ შუბლს გავიგრილებ
სიყვარულის ნაზი ნიავით,
მერე თვს ავწევ
და ისევ ქარის წისქვილებისკენ გავწევ.
მეძახონ:
ბრიყვი!
გულუბრყვილო!
შლეგი!
შეშლილი!
მე მაინც გმირის და რაინდის სისხლით ვიბრძოლებ.
No comments:
Post a Comment