...ზოგჯერ,მიუხედავად იმისა რომ ხარ რეალისტი,ეგუები ყველაფერ ცუდს.
რაც არ უნდა საშინელება მოხდეს,ტრაგედიად არ აღიქვამ და კარგს მაინც პოულობ და მარტო კარგს უყურებ, ცდილობ თვალი დახუჭო,მომხდარის ცუდ მხარეზე.მიუხედავად ბრძოლისა,გამძლეობისა და არ შემჩნევისა.არის ცხოვრებაში მომენტები,როცა ვეღარ ხედავ კარგს,
იმიტომ კი არა, რომ არ გინდა დაინახო და არ ცდილობ.
უბრალოდ იმიტომ, რომ არ არის...მედალს ყოველთვის ორი მხარე არააქვს არა!!!
დამენგრა,ძალიან დიდი ხნის რეალობა 1 და 2 წლის კი არა 20 წლის რეალობა დამენგრა,
სახლი, რომ ინგრევა ნანგრევები ხომ მაინც რჩება,
აქ კიდევ ნანგრევებიც ინგრევა ეხლა,
და მის ადგილზე ახალი ძალიან მაღალი კედელი იმართება,მაგრამ მე გარეთ ვრჩები,ის ჩემი აღარაა და იმ ჩემი
სახლის ნაწილები,ზოგი კედელს იქით მრჩება,
მტკივა!!!
ჩემი...მათი დანაწევრება....
ვეღარ ავშენდებით ერთად,ეს კედელი სამუდამოდ დაგვაშორებს...
მე კიდე ვდგავარ,ჩუმად ხმის ამოღების უფლებაც არ მაქვს,ვდგავარ და უყურებ როგორ შენდება ჩემს ნასახლარზე,სხვა.
ვერაფერს ვაკეთებ.
ვერ ვანგრევ არ შემიძლია,განა იმიტომ რომ ძალა არ მაქვს ძალა მაქვს თან იმხელა ზიზღით და სიბრაზით სავსე,რომ ერთი ხელის წაკვრით შემიძლია დავლეწო ის ჩემი წარსულის დამანგრეველი.
რაც ერთხელ უკვე გავაკეთე და შედეგი არ მოიტანა. მარტო სისხლში გასვრილი ხელები შემრჩა,
ამიტომ ეხლა ვდგავარ ჩუმად და ვუყურებ როგორ ესმევა ყველაფერს წერტილი.
დრო თავის ადგილს მიუჩენს ყველას,
ღმერთი დაარქმევს ყველაფერს თავის სახელს,
კი ამის იმედად დარჩენა მარტო შემიძლია,მე ყველაფერი გავაკეთე,გადავაჭარბე კიდეც რაც არ უნდა მექნა.
თავიდანვე უნდა გავჩუმებულიყავი,მაგრამ ვერ შევძელი,იმედი მქონდა რომ გამოვიდოდა.
არადა ჩემთვის სიჩუმე და გაუნძრევლად ყოფნა სიკვდილის ტოლფასია,მაგრამ ამასაც ხო უნდა მოუღო ბოლო ვისწავლო გაჩუმება,ხო და ეხლა სიჩუმეს ვეგუები.
როგორ მინდა 1 წლის მერე რა იქნება,როგორ ვიქნები ცალი თვალით დამანახა,
წინასწარ რომ გავიგო ღირს თუ არა ამდენ ტკივილად ეს ყველაფერი,მაგრამ ვერ გავიგებ და ისევ უნდა გავაგრძელო ჩემთვის მიუღებელი სიჩუმით ყოფნა სანამ თავისით არ დალაგდება ყველაფერი.
ძნელია, მაგრამ შევძლებ!
4 comments:
ui deda :S
shemehmiane shch uechveli dges..
:S
"ძნელია მაგრამ შევძლებ" - ყოჩაღ!!! შენს ჩანაწერებს რომ ვკითხულობ ხანდახან ვერც კი წარმომიდგენია, რა ხდება შენს თავს ასეთი, რა დაგიშავა ასეთი ცხოვრებამ, რომ ამხელა ტკივილი მოგაყენა...ძალიან ღრმად გრძნობ, მეც ვგრძნობ რომ გტკივა...და უკვე ჩემი ტკივილები აღარ მგონია ხოლმე ისეთი სასტიკი... მაგრამ შეძლებ! სხვა გზა მაინც არაა..არ უნდა დავუთმოთ ცხოვრებას,არა!..
marazma-:*
indievidi-iu gaixare nuc:)ar dautmobt ara:*
ნამდვილად შეძლებ :) შენ ძალიან ძლიერი ხარ :*
Post a Comment